moldfootball.com-ის ცნობით, 18 წლის მოლდოველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლადო ახალაიამ მილანის "ინტერთან" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალაია "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდში იანვარში გადავიდა და კვირაში ერთხელ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.
"ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია. კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ შესანიშნავი გუნდის ღირსების დაცვით ძალიან გახარებული ვარ. "ინტერს" შეუძლია ჩემი კარგი მომავალი უზრუნველყოს. ჩემთვის ეს გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე თამაშის შესაძლებლობაა, ამაზე ბავშვობაში ვოცნებობდი. ასე მგონია, გავამართლებ. მთავარია ვივარჯიშო და ჩემი საქმე ვაკეთო", - განაცხადა ახალაიამ.
ის ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის ლადო ახალაიას შვილი და მოლდოვას
ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ალეკსანდრ სპირიდონის შვილიშვილია. იტალიაში გადაბარგებამდე "დაჩიასა" და "ზიმბრუში" თამაშობდა. მას მოლდოვას სხვადასხვა ასაკაბრივ ნაკრებებში უთამაშია.