მოხუცი პელე თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს "ინსტაგრამგვერდის" აღწერაში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა შეიცვალა, რომელიც, სავარაუდოდ, კრიშტიანო რონალდოს გოლების მაჩვენებლით არის განპირობებული.

4 იანვარს ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა "უდინეზესთან" გამართულ მატჩში დუბლი შეასრულა, ოფიციალურ შეხვედრებში 758 გატანილი გოლი დაუგროვდა და პელეს (757) გადაასწრო.

ამის საპასუხოდ პელემ "ინსტაგრამის" აღწერაში გოლების რაოდენობა 1091-დან 1283-მდე გაზარდა. როგორც ჩანს, მოხუცმა ბრაზილიელმა თავი დაიზღვია, ვაიდა, ეს მაჩვენებელიც არ გააუმჯობესოს ვინმემო...

იგივე შემთხვევა იყო, როცა ლეო მესიმ ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების ოდენობით გაასწრო პელეს. მაშინ ლეგენდის მშობლიურ კლუბ
"სანტოსში" განაცხადეს, რომ მესის რეკორდი არ მოუხსნია და პელეს არაოფიციალურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც მიუთვალეს.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ იმავე რიტორიკას იყენებს კრიშტიანოსთან დაკავშირებითაც. მოხუცი ლეგენდა გამალებით იცავს საკუთარ თავს და ცოცხალი თავით არ უნდა რეალობის აღიარება - ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლები როგორ შეიძლება ოფიციალურ მატჩებში შეგდებულ ბურთებად ჩაითვალოს?!

პელე კარიერის მანძილზე მხოლოდ ორ კლუბში - "სანტოსსა" და "ნიუ იორკ კოსმოსში" თამაშობდა. ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან ერთად პელე მსოფლიო სამგზის ჩემპიონი გახდა. აი, ამ მაჩვენებლით მასთან გათანაბრება, როგორც მესისთვის, ისე რონალდოსთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 29 /
ფეხბურთის ოცნების დასასრულის დასაწყისი
zviadi
10 იანვარი 2021 12:44
2
ნიგერიელმა რო თქვა "სიმართლე წარეა" ასეა ჩემო პელე შენი საქმე და ბებრულ ეგოიზმს შეეშვი გეიგეეე სიმონ...
მართა ლი
08 იანვარი 2021 03:31
6
ამას ასაკობრივი მარაზმი ქვია. ჩვენ გვესმის შენი პაპა პელე, წადი ახლა ჩაი დალიე და ფეხები ჩაითბუნე. დღევანდელ და მაშინდელ ფეხბურთს რო ვინმე შეადარებს ცხოვრებაში სტადიონზე არ გასულა და არ უთამაშია ალბათ.
ქარ
07 იანვარი 2021 12:47
17
რომ ადარებ მაშინდელი და დღევანდელ ფეხბურთს მაშინ კაცი რომ დაგეჭრა მოედანზე წითელს არ მოგცემდნენ,დღეს კიდევ გოგოებივით რომ იქცევიან ეგრე კი არ იყო და მცველებიც ძლიერები იყვნენ მურთაზ ხურცილავაზე და ჩივაძეზე და დულაქველიძეზე მაგარი მცველი ვინაა დღეს???
ვასია
08 იანვარი 2021 12:32
0
ჯერ სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგონ ამ დასაქოქმა მანეკენებმა და მერე შეედარონ ლეგენდარულ პელეს!ისტორიას პატივი უნდა ვცეთ!
ჯუბა
07 იანვარი 2021 11:54
19
ცოტა ისტორიას რომ გადახედოთ და სხვისი მონაყოლით არ აკეთოთ დასკვნები, არ სჯობს?
1962 წლის ჩემპიონატში, პელემ, პირველივე თამაშში ტრავმა მიიღო და მეტი აღარ უთამაშია ჩილეში.
გარინჩას დიდი დამსახურებით გახდნენ მაშინ ბრაზილიელები ჩემპიონები.
ისე, ზუატად არ ვიცი და მხოლოდ 11 ფეხბურთელს აძლევდნენ მაშინ ოქროს მედალს, თუ ყველას, ვინც ჩემპიონი გუნდის წევრი იყო?
მაგალითად, სსრკ-ს 1966 ფორმაციის გუნდის მხოლოს 11 მოთამაშეს გადასცეს ბრინჯაოს მედალი მეოთხე ადგილის დაკავებისთვის (მაგ წელს ეგ გამონაკლისი გაკეთდა პრიზიორებისთვის და მეოთხე ადგილიც დააჯილდოვეს), მათ შორის, მურთაზ ხურცილავას.
მიშა
07 იანვარი 2021 12:49
8
პელე სოფლის ჩემპიონატის ეპოქაში მოსეირნე მოყვარული ფეხბურთელი იყო და საერთოდ ამოსაღებია სიიდან.
რაგბის ფანი
07 იანვარი 2021 11:07
17
რაგბის უყურე ბრატ
ნიკა
07 იანვარი 2021 13:34
3
პელე თუ მეფეა, გარინჩა, ბეკენბაუერი, კრუიფი,დისტეფანო ვან ბასტენი,რონალდინიო,როსი, მესხი,ყიფიანი ვეზირები არიან? მხოლოდ გოლების რაოდენობა არ განსაზღვრავს ფეხბურთელის ავტორიტეტს
ასა
07 იანვარი 2021 10:28
6
პელეს ტახტს, რყევა ეწყება! აუცილებლად უნდა გადმოაგდონ "ტახტიდან" ეგ ბრაზილიელი თვითმარქვია. მეფე არა ტოლმა.
guga
07 იანვარი 2021 13:55
7
ვარჯიშზეც ბევრი გოლი ექნება გატანილი.. მიმატებულია ხომ?
გრიშო
07 იანვარი 2021 10:10
3
ამოიღეთ სტატისტიკა მსოფლიო ჩემპიონატების და მიხვდებით რაც იყო პელე, 62-ში ფაქტიურად სულ სკამზე იჯდა, 58-ში ორი თამაში ითამაშა ძირითადში,70-ში ითამაშა ასე თუ ისე ნორმალურად. ეხლა შეადარეთ მაშინდელი ფეხბურთი და დღევანდელი, შეადარეთ მაშინდელი მცველები დღევანდელებს.რამდენ გოლს გაიტანდა პელე დღეს???
მამუკა
07 იანვარი 2021 00:54
9
გელა ნუგზარაშვილის 1417 გოლი რატომ არაა არსად დაფიქსირებული? დღესაც ბევრი გოლი გააქვს გელას. მიდი გელა!
მიდი გელა!
06 იანვარი 2021 22:28
6
პელე ნუ ათამაშებ ერთ ადგილს.
გია
06 იანვარი 2021 20:00
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული