სიმეონე დეკადის საუკეთესო მწვრთნელია! IFFHS რეიტინგს აქვეყნებს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გასული დეკადის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. საუბარია საკლუბო მწვრთნელებზე. 

საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის ორგანიზაციამ (IFFHS)  2011 წლიდან 2020 წლამდე მწვრთნელები გამოარჩია, რომლებსაც საუკეთესო შედეგი ჰქონდათ. 

რეიტინგი შემდეგნაირად დადგინდა: მწვრთნელი, რომლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა კონკრეტულ წელს, მიიღო 20 ქულა, მეორემ - 19 და ა.შ. 

სიმეონე პირველ ადგილზე 152 ქულით გავიდა. მეორე ადგილზე პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") გავიდა, რომელმაც თავი 144 ქულას მოუყარა. იურგენ კლოპი ("ლივერპული") 105 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. 

საუკეთესო 10-ეულში მოხვდნენ: 

ჟოზე მოურინიო ("ტოტენჰემი") - 91 ქულა, მასიმილიანო ალეგრი (ამჟამად უკლუბოდ) - 77, უნაი ემერი ("ვილიარეალი") - 70, კარლო ანჩელოტი ("ევერტონი") - 57, მაურისიო პოჩეტინო (პსჟ) - 56, მარსელო გალარდო ("რივერ პლეიდი") - 56. 

"რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა 59 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დეკადის არა პირველი კვარტლის!
რაიკომის მდივანი
09:52 15-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული