დისკვალიფიკაციამოხდილი მიქაუტაძე გაცუდებული პენალტით დაბრუნდა

AutoSharing Option
ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად ითამაშა.

მიქაუტაძის გუნდი თასზე საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა პირველი დივიზიონის "სტანდარდთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა. ის 34-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველმა მუსა სისაკომ საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა სისრულეში ვერ მოიყვანა.

მიქაუტაძე მეორე დივიზიონში 14 მატჩში გატანილი 16 გოლით ბომბარდირია, მისი გუნდი კი მესამე ადგილზეა და 6 თებერვალს "ლომელს" უმასპინძლებს.

-15DEC/03/1-miqautadze_69bc2.jpg" border="0" alt="alt" title="დისკვალიფიკაციამოხდილი მიქაუტაძე გაცუდებული პენალტით დაბრუნდა" style="height: 50px; width: 50px;" />მიქაუტაძე წაქცეულ მეტოქეს დაახტა და გააძევეს - შედეგიანობას კი უკლო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
რაკი თვითონ მოიპოვა,ეტყობა უარი ვერ უთხრეს,თან ადრეც ხომ ის არტყავდა ხოლმე,თორემ წესით დიდი ხნის უთამაშებელი,ან კიდევ შეცვლაზე ახლად გამოსული ფეხბურთელი,პენალტს,არ არტყავს ხოლმე.ჯერ თამაში და ბურთი უნდა იგრძნოს.
სოსო
15:56 04-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული