მადრიდის "ატლეტიკოსა" და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დიეგო ფორლანი თვლის, რომ არცერთი ფეხბურთელი კლუბზე მნიშვნელოვანი არაა და მათ ორგანიზაციის მართვის უფლება არ უნდა მისცენ.
"არცერთი მოთამაშე კლუბზე მნიშვნელოვანი არ არის და უდიდესი შეცდომაა, როცა ფეხბურთელს ასეთ ძალაუფლებას აძლევენ.
გუნდში ძლიერი მოთამაშეების ყოლა საჭიროა, ისეთების, როგორიც სერხიო რამოსი, კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი არიან, თუმცა მათი მართვა ადვილი არაა, როგორც მათი ჩარჩოებში ჩასმა.
როცა ისინი ჩარჩოებს სცდებიან, კლუბში უნდა იყოს ვინმე, ვინც მათ შეზღუდავს. არ ვიცი, არიან კი ასეთი ადამიანები?!
ასეთი კალიბრის
ფეხბურთელები გჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. არიან ისეთები, რომლებიც სხვაზე მაღლა დგანან. ეს ლოგიკურია, როცა ამას იმსახურებენ, მაგრამ საზღვრებს არავინ უნდა გასცდეს.
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გაუშვეს "ბარსელონადან" ლუის სუარესი. ის ხომ ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც შედეგს დებს", - განაცხადა ფორლანმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით