დიეგო ფორლანი: სამი რთული მატჩი გველოდება

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა დიეგო ფორლანმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიოანტის ჯგუფური ეტაპის წილისრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ნაკრებს ძალიან ძლიერი ოპონენტები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაი ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, სადაც მისი კონკურენტები იტალია, ინგლისი და კოსტა-რიკა იქნებიან.

"იტალიასა და ინგლისს შევხდებით, რომლებმაც საკუთარი ჯგუფები დამაჯერებლად მოიგეს, კოსტა-რიკამაც კარგად გამოიჩინა თავი შესარჩევ ეტაპზე.

სამი რთული მატჩი გველოდება და ამიტომ ტურნირის სტარტისთვის ოპტიმალურ ფორმას უნდა მიავღწიოთ. ბევრის მიღწევა შეგვიძლია",
- თქვა ფორლანმა.

მომზადებულია Goal Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს 2014
წლის ჩემპიონატის ჯგუფები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული