15:19 04-04-2021
"კარპატების მარადონა" - გეორგე ჰაჯი [VIDEO]
AutoSharing Option
გეორგე ჰაჯი ყოველთვის გამოზომილი და ორიგინალური გადაცემებით, მოედნის ფანტასტიკური ხედვით და გამთამაშებლის თვისებებით გამოირჩეოდა.
ჰაჯი მე-20 საუკუნის რუმინეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაშიც გასაკვირი, რა თქმა უნდა, არაფერი გახლდათ.
რუმინელმა ფეხბურთელმა კარიერა 1982-83 წლებში, მშობლიურ "ფარულში" დაიწყო. მონაწილეობა 18 მატჩში მიიღო და 7 გოლიც გაიტანა.
შემდეგ მოდის "სპორტული", სადაც ფეხბურთელი 4 წლის განმავლობაში, 1983-87 წლებში გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ გეორგემ 108 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა.
შედარებით მოკრძალებული რუმინული კლუბებიდან 1987 წელს მშობლიური ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო გუნდში გადადის, სადაც გაიბრწყინებს კიდეც. ბუქარესტის "სტიაუაში" 3 წელი დაჰყო, სადაც მართლაც რომ ფანტასტიკური შედეგი დააფიქსირა. 1987 წლიდან 1990 წლამდე ჰაჯიმ მონაწილეობა 97 შეხვედრაში მიიღო და 76 გოლი გაიტანა. გეორგესთან ერთად გუნდი 3-ჯერ გახდა რუმინეთის ჩემპიონი, ამდენჯერვე - რუმინული თასის მფლობელიც. აღსანიშნავია, რომ უეფას სუპერთასი 1986 წელს "სტიაუამ" სწორედ ჰაჯისთან ერთად მოიგო.
1989 წელს "სტიაუამ" უკვე ისტორიაში მეორედ უეფას ჩემპიონთა თასის ფინალში გასვლა მოახერხა, ამჯერად უკვე რუმინელი სუპერვარსკვლავის ლიდერობით. პირველ შემთხვევაში იმარჯვეს, მეორეჯერ უკვე დამარცხდნენ.
1990 წელს ჰაჯი ევროპისკენ მიეშურება და მისი პირველი გუნდი მადრიდის "რეალი" გახლავთ. 1990-92 წლებში რუმინელმა 64 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც თავი 15-ჯერ გამოიჩინა.
1992 წელს ფეხბურთელი იტალიის სერია A-ში გადავიდა, კერძოდ, "ბრეშაში". ფეხბურთელმა, მადრიდული გრანდის მსგავსად, აქაც 2 წელი დაჰყო, ჩაატარა 61 შეხვედრა და გაიტანა 15 გოლი, შემდეგ კი დაბრუნდა ესპანეთში.
მისი მომდევნო კლუბი კატალონიის "ბარსელონა" გახლდათ. გეორგე ჰაჯი იმ მცირე რაოდენობის მოთამაშეებში შედის, რომლებმაც "რეალშიც" ითამაშეს და "ბარსელონაშიც". "ბლაუგრანას" რიგებშიც 2 წელი ითამაშა, ჩაატარა 36 შეხვედრა, გაიტანა 7 გოლი და გაეშურა თურქული გრანდისკენ.
1996 წელს ჰაჯი თურქულ "გალათასარაიში" გადავიდა, სადაც 5 წელი გაატარა. ჩაატარა 132 შეხვედრა, გაიტანა 59 ბურთი და "გალას" დიდების დარბაზში შევიდა.
გეორგე ჰაჯიმ რუმინეთის ნაკრებშიც წარუშლელი კვალი დატოვა. სანაკრებო დონეზე 125 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 35-ჯერ აიღო.
აღსანიშნავი კიდევ ერთი ფაქტია, რუმინეთის ნაკრები ევრო 2000 წლის ტურნირზე გავიდა. გეორგეს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა. ფედერაციის, გულშემატკივრისა და თანაგუნდელების თხოვნით, ფეხბურთელი ნაკრებში დაბრუნდა, გაჰყვა ევროპის ჩემპიონატზე და ისეთი ჯგუფიდან გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები ინგლისის, გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები გახლდათ. გავიდა ჯგუფიდან და უკვე იმ კონკრეტული ჩემპიონატის ფინალისტს, იტალიის ნაკრებს შეხვდა და იქ დამარცხდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გეორგე ჰაჯიმ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. თურქულ "გალათასარაის" ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო 2019 წელს მოკრძალებული "ვიტორული" რუმინეთის ჩემპიონი გახადა.
ვიდეო აღებულია incredible Romania-ს "იუთუბ არხიდან"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
10 დან 9 აქვს შორი დარტყმით გატანილი
1
0
დიდი ფეხბურთელია ჰაჯი.თუმცა უფრო სანაკრებო დონეზე თამაშობდა კარგად.სადაც ბულგარელ სტოიჩკოვს აქვს ოქროს ბურთი,იქ რუმინელ ჰაჯისაც უნდა პქონდეს.
10
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული