ცოლის წამლის დალევის გამო "აიაქსის" მეკარე 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
უეფამ ამსტერდამის "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანა ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო 12-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

2020 წლის 30 ოქტომბერს, არაგეგმიური შემოწმების შემდეგ, 24 წლის ფეხბურთელის ორგანიზმში ფურასემიდი იპოვეს.

დისკვალიფიკაცია ძალაში დღეიდან შევიდა და ის ყველა სახის შეჯიბრებას ეხება.

"აიაქსმა" გაარკვია, რომ 30 ოქტომბერს კამერუნელმა მეკარემ თავი ცუდად იგრძნო და ცოლისთვის გამოწერილი წამალი მიიღო.

კომისიამ დაადგინა, რომ ონანას მოქმედებაში ბოროტი განზრახვა არ ყოფილა, მაგრამ სპორტსმენმა მაინც უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება არ მოხვდეს.

ონანა და "აიაქსი" გადაწყვეტილების გასაჩივრებას სპორტული
არბიტრაჟის სასამართლოში აპირებენ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სჭირთ ამ აიაქსში,ჯერ იყო და 23 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ.ახლა მეკარეს დოპინგიო.მეკარე და დოპინგი მართლა პირველად გავიგე...
master
16:31 05-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული