"ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ონანას თაობაზე მალე შეხვდებიან - ინგლისელებს იმედი აქვთ, ტრანსფერი 55 მილიონზე ნაკლები დაჯდება

AutoSharing Option
ანდრე ონანას მომავალი სულ მალე გაირკვევა.

როგორც ცნობილია, "ინტერისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს დაუკავშირდნენ და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაიარეს.

ჟურნალისტ ალფრედო პედულას ცნობით, "ნერაძური" ონანას გაყიდვას რაც შეიძლება მალე შეეცდება.

სავარაუდოდ, "წითელი ეშმაკები" იმედოვნებენ, რომ კამერუნელის ყიდვა 55 მილიონზე ნაკლები დაუჯდება.

რაც შეეხება ანდრეს სტატისტიკურ მონაგარს, 24 შეხვედრაში 24 გოლი გაუშვა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული