ღირსება - მიქაუტაძემ გოლი შეგნებულად არ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის მეორე ლიგის 21-ე ტურში, "მოლენბეკთან" მოგებულ გასვლით მატჩში (4:2), "სერენის" 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა შეეძლო დუბლი შეესრულებინა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გააკეთა. არადა, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა.

დავაკონკრეტოთ: მიქაუტაძემ 54-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, პასი გამბიელ ნახევარმცველ აბდულა ჯელოუს გაუკეთა. მისი დარტყმული ბურთი კარში შედიოდა, თავად გიორგი კარის წინ იდგა, უბრალოდ ბურთისთვის ფეხი უნდა მიერტყა და გოლი მას ჩაეთვლებოდა, თუმცა არ იკადრა.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 18 მატჩში
18 გოლი გაიტანა და დანტე ვანზეირთან (უნიონი) ერთად ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა თქმაშგარე ბურთი მეკარისგან მიუვიდა, ღირსეული ბიჭია
გიორგი
05 მარტი 2021 01:04
11
tqven memgoni tvalebidan ver xedavt
დავით
05 მარტი 2021 00:57
1
გააჩნია ვის გულისხმობ, ვინც თამაშგარეს აწვება თუ პირიქით? :))))
გიორგი
05 მარტი 2021 03:19
0
100%-იან თამაშგარეშე მდგომარეობაში იყო! ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ნამდვილად მოაზროვნე ფეხბურთელია.
სტაჟიანი გულშემატკივარი
04 მარტი 2021 20:59
3
ღირსება არა თავდადება კიდე :D თამაშგარე იყო შეეხებოდა ბურთს და გოლი არ ჩაითვლებოდა! წაუცდა კიდეც ფეხი მაგრამ მაგ დროს დაუყვირეს და გაანება თავი.
თამაშგარე რომ არ ყოფილიყო და მიერტყა ფეხი არც ეგ იქნებოდა უღირსობა, თანაგუნდელები ყოველთვის ითვალისწინებენ ხოლმე რომ ბომბარდირთა დავაში ბრძოლობს თანაგუნდელი.
ემიგრანტი
04 მარტი 2021 20:50
4
სრულად გეთანხმები ერთი სიტყვის გარდა, ბრძოლობს არა - იბრძვის ;)
გიო
05 მარტი 2021 03:18
0
მიხვდა რომ თამაშგარეში იყო და სავარაუდოდ მაგიტომ არ დაამატა
გიორგი
04 მარტი 2021 20:35
7
მერე რა რომ მეკარესგან მიუვიდა, დარტყმის დროს თამაშგარეში იყო და არ გამოეთიშა სიტუაციას
გიორგი
05 მარტი 2021 03:15
1
არ იყო ოფსაიდში. მეკარისგან მიუვიდა ბურთი.
ILIA
04 მარტი 2021 20:47
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული