ღირსება - მიქაუტაძემ გოლი შეგნებულად არ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის მეორე ლიგის 21-ე ტურში, "მოლენბეკთან" მოგებულ გასვლით მატჩში (4:2), "სერენის" 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა შეეძლო დუბლი შეესრულებინა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გააკეთა. არადა, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა.

დავაკონკრეტოთ: მიქაუტაძემ 54-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, პასი გამბიელ ნახევარმცველ აბდულა ჯელოუს გაუკეთა. მისი დარტყმული ბურთი კარში შედიოდა, თავად გიორგი კარის წინ იდგა, უბრალოდ ბურთისთვის ფეხი უნდა მიერტყა და გოლი მას ჩაეთვლებოდა, თუმცა არ იკადრა.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 18 მატჩში
18 გოლი გაიტანა და დანტე ვანზეირთან (უნიონი) ერთად ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფეისბუკზე,მეც ღირსება შევუქე,მაგრამ იქვე მიმითითეს,რომ თამაშგარეში იყო და რა თქმა უნდა მართლები არიან. მაინც საქებია,რომ არ შეეხო.ყველა ვერ შეიკავებდა თავს.თუნდაც დაეძახათ,მაინც დროზე მოასწრო, ფეხის გაჩერება.
სოსო
16:36 05-03-2021
0
მიქაუტაძემ თუ საქართველოს ნაკრები აირჩია ამის გამო დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და ადაპტაციის დროს გვერდით დავუდგეთ!!!!! უმაგრესი ფეხბურთელია და კიდე უკეთესი პიროვნება ყოფილა ისტორიული სამშობლო, რომ აირჩია. კონკრეტულად ამ სტატიას, რაც შეეხება იქნებ ფეხბურთს უყუროთ ან წესებს ჩახედოთ სანამ ესეთ სადღეგრძელოს დაწერთ!!!! მაგ ბურთს, რომ შეხებოდა ნაკრებში გამოძახება კი არა საერთოდ უნდა დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი:))))))))
ჟორჟი
16:31 05-03-2021
0

სიახლეები პოპულარული