ხოჭოლავას "შახტარს" ალეგრი გაწვრთნის?

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, ზაფხულში "შახტარს", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა იცავს, ცნობილი იტალიელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ ინფორმაციას "საფეხბურთო ფორმატი" ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, დონბასური კლუბის ხელმძღვანელობა დროებით უმუშევარ ალეგრისთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"შახტარი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა, ლიდერ კიევის "დინამოს" 4 ქულით ჩამორჩება, თასიდან ქვედა ლიგის "აგრობიზნესმა" გამოაგდო, კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და მწვრთნელ ლუიშ კაშტრუს შეიძლება დაემშვიდობონ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შანსი არაა
L.J.
10:41 09-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული