უსახსროდ დარჩენილი "ტამბოვი" რუსეთის პრემიერლიგიდან მოხსნას აპირებდა, მაგრამ სეზონი გააგრძელებინეს, თუმცა ვაი ასეთ გაგრძელებას.
რუსული პრესის მტკიცებით, "ტამბოვის" ფეხბურთელები, რომლებიც გასამრჯელოს ვერ იღებენ, მატჩებს ყიდიან და ტოტალიზატორებში თავიანთი გუნდის საწინააღმდეგოდ ჩადიან ფსონებს.
Metaratings-ი ირწმუნება, რომ მოსკოვის "დინამოსა" და "კრასნოდართან" თავდამსხმელმა ალეკსანდრ ერკინმა და ნახევარმცველმა დმიტრი გერმანმა განზრახ აიკიდეს პენალტები და ფეხბურთის კავშირში გარჩევაზე დაიბარეს.
ამის თაობაზე ტელეგრამ-არხზე კომენტარი ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გააკეთა:
"მე მაინტერესებს ფრიად, ვიცოდე, "ტამბოვის" ამჟამინდელი ვერსიის ფეხბურთელები ვაჭრობდნენ თუ არა მატჩებით ან სხვა რამ საბუკმეკერო ფაქტურით.
ჩვენთან კი ზუსტად ამ დროს დუმამ იძულებით კორუფციაზე მიიღო კანონი. მე იმდენად ახალგაზრდაც არ ვარ, რომ ჩავუღრმავდე ჩვენი სათათბიროს კანონშემოქმედითობას, მაგრამ სახელად მსაჯმა ამ კანონით "ტამბოვის" მოთამაშეები წინასწარ უნდა გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, არა?
კორუფცია - იძულებითი უბრალოდ არ არსებობს!"