"აღარც მახსოვს, როდიდან, მაგრამ მთელი ბავშვობა მადრიდის "რეალს" ვგულშემატკივრობდი და რაულს განსაკუთრებით. რაული მომწონდა, ის იყო ჩემი კუმირი. მისი ფოტოები ჩემს სურათებთან ერთად ალბომში მქონდა და ვოცნებობდი, როდესაც მეუღლე მეყოლებოდა, ისეთივე ჟესტი გაეკეთებინა, როგორსაც ესპანელი აკეთებდა. ალბათ, გახსოვთ, კოცნიდა ბეჭედს. ამით ცოლს და ოჯახს სიყვარულს უმტკიცებდა. რა თქმა უნდა, გავიზარდე და ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა. ეს ჩემთვის სამაგალითო იყო
წყარო: "კომუნიკატორის" იუთუბ-არხი