სუპერლიგის კრახის შედეგი - მაკგრეგორი "მანჩესტერის" შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის კრახმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და როგორც ჩანს, ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვლება.

სუპერლიგის სიტუაციის გამო "მანჩესტერს" ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი დატოვებს, - ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით" ავრცელებს.

რაც "იუნაიტედი" გლეიზერების ოჯახმა შეიძინა, ვუდვორდი კლუბში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ის თავის პოსტს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ირწმუნება, რომ ეს დაგეგმილი ჰქონდა.

"დელი მეილის" მტკიცებით, ამას გარდა, "მანჩესტერის" გაყიდვას თავად გლეიზერები აპირებენ, რომლებმაც კლუბი 2005 წელს 790 მილიონ ფუნტად იყიდეს.

UFC-ის ექსჩემპიონი კონორ მაკგრეგორი კი სოციალურ ქსელში წერს: "მანჩესტერის" შეძენას
ვფიქრობ. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ?"

მკითხველის კომენტარები / 3 /
რას ვფიქრობ მაგაზე მაკგრეგორ და ერთი ჩემი უნაირო კარგიც.
რავი 10 წლის მანძილზე ერთი ბინის ფულიც კი ვერ ვიშოვე და შენ წარმატებები!!!
შენ დაუკარ
01:51 21-04-2021
0
შენღა აკლიხარ დღეს ფეხბურთს:(
emigranti
02:27 21-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული