კონტრრევოლუცია იწყება - "რეალსა" და "იუვენტუსს" მკაცრად დასჯას უპირებენ

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგა ჩავარდა და უეფა მისი მთავარი ინიციატორების - "რეალისა" და "იუვენტუსის" მკაცრად დასჯას აპირებს, - იტყობინება As-ი.

გამოცემის მტკიცებით, უეფა მომავალ სეზონში ამ ორი კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე უეფაში აზრთა სხვადასხვაობაა და ყველაფერს პარასკევს, კრებაზე გადაწყვეტენ.

მიმდინარე სეზონში "რეალის" მოკვეთა ვერ მოახერხეს, რადგან ვალდებულებები გააჩნიათ სპონსორებთან და მაუწყებლებთან.

სუპერლიგის მარცხის შემდეგ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდება, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი არ ცხრება და უეფას იქით უტევს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფული ჯოჯოხეთს ანათებს თორემ, მზოვეს თუ ყოფნის 700 ლარი, სანიტარს 300 ლარი და მაღაზიაში ნოქარს 500 ლარი რატომ არ უნდა ეყოს ფეხბურთელს 3000 ლარი და ზემოთ ხელფასი?? იმიტომ რომ ფულის წინაში ყველა კიკუ გახდა.. რაოდენობას გააჩნია თორემ ერთი ქვეყნის დედოფალიც კი გაიხდის..
1
უეფა ჰგლიჯე სანქციები ამ ბობოლებს,უბედურ დინამოს ფეინოორდთან გულშემატკივრები აუკრძალე და მიდი ამათ ხიე 2 წლიანი,მახსოვს ბათუმს არარატთან 0-3 ჩაუთვალე 5-1 მოგებული თამაში,პსჟ-ს სტიაუასთან ასევე 0-3 თან ისე რომ 3-0 არ ყოფნიდა,დინამოს ლინფილდთან ჭორის დონეზე დისკვალიფიკაცია მიეცი აბა ვნახოთ ახლა რა ბიჭი ხარ ჩეფერინ
გულშემატკივარი
12:12 23-04-2021
4

სიახლეები პოპულარული