სომეხმა მწვრთნელმა რუსი ფეხბურთელი სცემა, რომელმაც საბურთალოს 2 გოლი გაუტანა

AutoSharing Option
ეს ამბავი 20 მაისს ერევანში მოხდა და "ჩემპიონატმა" აცნობა მკითხველს.

"პიუნიკისა" და "არარატ-არმენიას" მატჩის (0:0) შემდეგ მასპინძელთა 41 წლის მწვრთნელი ეგიშე მელიქიანი თავისი გუნდის 35 წლის რუს თავდამსხმელ ანტონ კობიალკოს გაუნაწყენდა და კლუბმა მაისის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა. სამშობლოში გამგზავრების წინ ფეხბურთელი ბაზაზე მივიდა და მელიქიანს ბოდიშის მოხდა იმის გამო მოსთხოვა, რომ დედა შეაგინა. მწვრთნელმა ბოდიში არ მოუხადა, ფეხბურთელმა კი სახალხოდ სახეში ხელი გაარტყა და იქაურობა დატოვა.

ზვარტნოცის აეროპორტში მას მელიქიანი და კლუბის გენერალური დირექტორის მოადგილე კიმ არაქელიანი (ფეხბურთის ფედერაციის
აღმასკომის წევრიცაა) მიუვარდნენ, ძირს დააგდეს და მაგრად სცემეს. კობიალკომ პოლიციას ჩვენება არ მისცა და რუსეთში გაფრინდა.

კობიალკო 2018-2020 წლებში "არარატ-არმენიაში" თამაშობდა, იქიდან გადავიდა "პიუნიკში", ამ სეზონში კი ჩემპიონატის 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

კობიალკომ 2019 წელს "არარატ-არმენიას" შემადგენლობაში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში დალაშქრა "საბურთალოს" კარი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კინოს გადაღება შეიძლება ისეთი ამბავია,დამბურძგლა
Levani
14:40 22-05-2021
2
შესაძლოა რუსეთის მოქალაქეა,მაგრამ არც გვარი და არც საქციელი,კობიალკოს რუსული არა აქვს.რუსებისთვის დედის გინება,შორისდებულივით არის,არც სწყინთ და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე ხმარობენ,ჩვენგან განსხვავებით.იმ მელიქიანისაც გამკვირვებია,სადაც კობიალკომ დაარტყა,თუ შნო ჰქონდა,იქვე გაეცა პასუხი,რაღა აეროპორტში მისდევდა?!ეტყობა მარტომ ვერ გაუბედა და დამხმარე წაიყვანა.
სოსო
10:14 22-05-2021
7

სიახლეები პოპულარული