"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: მეორე ტაიმში ალოგიკური გოლები გავიდა

AutoSharing Option
ფოტო: armeniasputnik.am

"არარატ-არმენიას" რუსმა ლეგიონერმა ანტონ კობიალკომ "საბურთალოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მცირე ინტერვიუ Матч ТВ-ს მისცა.

"ისევ გვჯერა, რომ "საბურთალოს" ბარიერის გადალახვა და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. მოწინააღმდეგე თანაბარი ძალისაა. "საბურთალო" ახალგაზრდა, ორგანიზებული გუნდია. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ: გოლი გავიტანეთ, მომენტები და შეტევები კიდევ გვქონდა, მეორე ტაიმში კი, არ მესმის, რა მოხდა, რაღაც ალოგიკური გოლები გავიდა... მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე ჩვენს ხელთაა.

განვლილ თამაშში კი საოცარი მხარდაჭერა გვქონდა, სულ მცირე, 12 000 გულშემატკივარი მოვიდა. პირველ რიგში,
ეს კავკასიური დერბი იყო; მეორე მხრივ კი, აქამდე ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე სომხური ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ "პიუნიკი" იყო გასული. ახლა კი ჩვენ ისტორიის შეცვლის შანსი გვაქვს, არათუ პლეი-ოფში, არამედ ჯგუფურ ეტაპზეც შეგვიძლია გავიდეთ. საქართველოში ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ", - თქვა კობიალკომ.

ანტონ კობიალკო "არარატ-არმენიას" მხრიდან "საბურთალოს" კარში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია. თუმცა რუსი ფეხბურთელის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა და საქართველოს ჩემპიონმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში მეტოქე გასვლაზე დაამარცხა - 2:1.

განმეორებითი მატჩი თბილისში, 14 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და თამაში 20:00 საათზე დაიწყება.


alt"საბურთალომ" "არარატ-არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: როდესაც გუნდი სახიფათო კონტრშეტევაზეა და მეტოქე წაქცეულია, თამაში არ ჩერდება

altვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენი გოლი ხომ სულ ლოგიკაში ჯდება. ამ უჯიშოებს ვასწავლოთ როგორ უნდა ფეხბურთის თამაში.
Status quo
12:32 07-08-2019
1
მოდი რა ვაჩვენოთ სომხებს რა არის საოცარი მხარდაჭერა.ოღონდ ისეთი არა წვიმის რომ შეეშინდა ნახევარ სტადიონს,მამა იდგა 4 წლის ბავშვთან ერთად წვიმაში და აქედან ფეხს არ მოვიცვლით შვილო სანამ არ დამთავრდება თამაშიო.მე ესეთ გულიან და ნამდვილ პატრიოტ ხალხს ვისურვებდი სტადიონზეც და ქვეყანაშიც.აუცილებლად გავიმარჯვებთ!
მიდით ბიჭებო
11:47 07-08-2019
0

სიახლეები პოპულარული