ლიუბლიანაში ჩატარებულ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.
გოლი 49-ე წუთზე "ანდერლეხტის" თავდამსხმელმა ლუკას ნჩემამ გაიტანა, რომელიც 4 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.
გერმანიამ კონტინენტის პირველობა მესამედ მოიგო.
მატჩს ქართველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურა - მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი, ლაინსმენები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, მეოთხე მსაჯი კი - ირაკლი კვირიკაშვილი.