"უკრაინას ნორმალურად თამაში არ შეუძლია და პროლეტარული ფეხბურთით გაიმარჯვა" - განაცხადა უკრაინელმა ბლოგერმა

AutoSharing Option
ცნობილმა ბლოგერმა მიხაილ სმოლოვოიმ, უკრაინული ფეხბურთის შესახებ ერთ-ერთ წამყვან თოქ-შოუზე - ТаТоТаке-ზე უკრაინის მიერ ერთა ლიგაზე საქართველოს დამარცხებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მისი თქმით, სერგეი რებროვმა გამარჯვებას პრიმიტიული ფეხბურთით მიაღწია, რის გამოც უკრაინის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ალეკსანდრ პეტრაკოვს (ამჟამად სომხეთის ეროვნული გუნდის თავკაცია) ძალიან აკრიტიკებდნენ:

"რებროვი ფსონს პროლეტარულ ფეხბურთზე ჩავიდა და რებროვმა გაიმარჯვა. რებროვი ახლა ტოპია! პეტრაკოვი კი, ალბათ, თვალცრემლიანი უყურებს  და განიცდის, რადგან ასეთი ფეხბურთისთვის დაუნდობლად აქილიკებდნენ, ხოლო რებროვს აქებენ!

პროლეტარული ფეხბურთი პროლეტარების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ როგორც ჩანს, ტრავმები ყველას წაადგა: გულშემატკივრებს,
სამწვრთნელო შტაბს და მოთამაშეებს. მე ოპტიმიზმის გარეშე აღვიქვი ახალი ფეხბურთელების გამოძახების ამბავი, რადგან თამაში სწორედ ასეთად წარმოვიდგინე. თუმცა, რებროვის ხელმძღვანელობით ნორმალური ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია, ამიტომ ასეთი სჯობს, რამეთუ შედეგის მომტანია".

მკითხველის კომენტარები / 15 /
მორიგება,თუ წავაგებთ, ამ ფარულ რუსეთუმეებს არაფერი გეშველებათ.
ყველიპურიხაჭაპური
15:45 14-10-2024
4
ყანაში ფეხბურთი არ ვარგა,ამიტომ წავაგეთ და არა იმის გამო უკრაინა ჩვენზე ძლიერია. მათ ყავთ ცხენები,ცხენი ტალახში მაგარი გამწევია და ამის გამო მოგვიგეს. რაც შეეხება კომენტარებს,ასეთი დებილები ბავშობიდან ხართ თუ ახლა გახდით? რა შუაშია რუსეთუმეობის ყველაფერში ჩაკვეხება? საქართველოზე და ჩვენს ნაკრებზე ისაუბრეთ,უკრაინის სიძულვილი არ ნიშნავს რუსეთის სიყვარულს და პირიქით,გავარტი ორთავეს. ევროკავშირში შესვლის ამბიცია გაქვთ,მარა დამოუკიდებელ აზროვნებას ვერ მიეჩვიეთ. სხვა საქმეა,ევროკავშირში რანაირად გვიღებენ,ჭოკით ვხტებით? სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს და თურქების მიმღებებს ეგ ხალხი არ გავს,რუსეთის ხო არ მიიღებენ.თუ გაჭრიან კანალს და სახმელეთო საზღვარი გვექნება,მე მაწყობს ეგეთი რამე. ურთიერთობა კი ყველასთან უნდა გქონდეს,ევროპასთანაც,რუსეთთანაც,ამერიკასთანაც და ჩინეთთანაც. იმათ ერთმანეთში რა პრობლემები აქვთ,ჩვენი საქმე არ არის. კი,მიწები ოკუპირებულია,თუმცა ეგ მშვიდობიანად და ურთიერთობით უნდა დაიბრუნო. წარმატებები ჩვენს ნაკრებს,მოსაგები თამაში გვაქვს და იფიქრეთ/ილოცეთ ჩვენს ნაკრებზე
იასონას უდარი
16:39 13-10-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული