არგენტინელთა მწვრთნელი: მესი დაიღალა, მაგრამ სხვა რა გზაა?!

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კოპა ამერიკაზე პარაგვაის დამარცხების (1:0) შემდეგ გუნდის კაპიტან ლეო მესის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ასეთი რეალობა გვაქვს, რომ მესი ყველა შეხვედრაში თამაშობს, მაგრამ ძნელია, მის იმედად არ იყო... მიუხედავად იმისა, რომ დაიღალა, ლეოს შედეგი ისევ მოაქვს.

პარაგვაისთან მატჩში შემადგენლობა შევცვალეთ და სამი ქულის მოპოვება მაინც შევძელით", - თქვა სკალონიმ.

34 წლის ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების 5-ვე ოფიციალურ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა - აქიდან 3 კოპა ამერიკაზე იყო, 2 კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მომზადებულია sports-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული