მესის ბენეფისი - არგენტინამ დიდი სხვაობით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებიდან მიღებული სიამოვნება კოპა ამერიკაზე გაგრძელდა, სადაც არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბოლივია 4:1 დაამარცხა და დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა.

შეხვედრა ლიონელ მესის ბენეფისად იქცა - მან მატჩის დასაწყისშივე, მე-6 წუთზე,  პაპუ გომესს ფენომენალური პასი გაუკეთა, შემდეგ კი არგენტინელთა "ათიანის" გოლების ჯერიც დადგა. "ბარსელონას" ვარსკვლავმა ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი აგუეროს კარგი პასი შეირგო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სამამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ბოლივიამ ცოტათი გაიბრძოლა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოახერხა და საბოლოოდ, შეხვედრა არგენტინელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

4
ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში ეკვადორს დაუპირისპირდება. პლეი-ოფის სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება:

ურუგვაი - კოლუმბია;

ბრაზილია - ჩილე;

პერუ - პარაგვაი.

altარგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]

altბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც რონალდოს მესიზე წინ აყენებს იმას უბრალოდ ფეხბურთი არ ესმის... ეს იმას არ ნიშნავს , რომ რონალდუ ცუდი ფეხბურთელია :)
კახაკ
16:13 01-07-2021
1
ბოლივიას და ალავესებს უგებს ჭერეხივით :)
ქომაგი
18:16 29-06-2021
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული