"სპარტაკის" თავდამსხმელი ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
"სპარტაკის" თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, - ამ ინფორმაციას "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 20 წლის ქუთათელაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მიიღო.

გასულ სეზონში მან "სპარტაკი 2-"-ის შემადგენლობაში რანგით მეორე დივიზიონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მის ანგარიშზე 41 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

transfermarkt-ის მიხედვით ქუთათელაძის საბაზრო ღირებულება 175 ათასი ევროა.

ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მან ვარჯიში პრაღის "სპარტაში"
დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
"მალადეც" ბიძია, პსჟ-დან, ნეიმართან ვარჯიშიდან და საიმედო ქართველობიდან _ მოსკოვის სპარტაკს და რუსულ პასპორტს მოხერხება უნდა ნამდვილად! ბოღმა მახრჩობს პირდაპირ, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა... როდის ვისწავლით ნეტავ საკუთარ ისტორიას, როდის მივხვდებით რას ნიშნავს სამშობლო და როდის ჩამოვყალიბდებით როგორი ქვეყანა უნდა გვქონდეს?!
ექვთიმე
03 ივლისი 2021 18:49
7
უბრალოD უცხოელად, რომ არ ჩათვალონ რუსეთში იმიტომ მიიღო მოქალაქეობა, თორემ ამას, რომ რამე პერსპექტივა ქონოდა საფრანგეთიდან არავინ გამოუშვებდა.
hhh
03 ივლისი 2021 18:47
1
სრული ბედნიერებისთვის რუსეთის ნაკრებს ესღა აკლდა - უკან ჯიქია, წინ ქუთათელაძე და "ვპერიოდ დერჟავა".
თენგო
03 ივლისი 2021 18:37
7
კიდევ ერთი " სასახელო" ქართველი
Giusha3232
03 ივლისი 2021 18:02
7
ამ ბიჭს ძალიან შეძლებული მამა ჰყავს, მოატარა მთელი ევროპა. თან გადაყვა, მაგრამ ნიჭიერი არაა. ასე რომ, ჯარში წაყვანის საშიშროება არ ემუქრება.
ვახო
03 ივლისი 2021 17:59
7
Читайте, завидуйте, я - гражданин России
სანდრო
03 ივლისი 2021 17:52
27
მგონი რიტაა :D :D :D
:D :D
03 ივლისი 2021 19:05
1
თინა, შენ ხარ?
კანდელაკი
03 ივლისი 2021 18:34
4
ჯარიც ალბათ მალე მოუწევს და გამოაგზავნიან აფხაზეთში ან სამაჩაბლოში.
Hoda
03 ივლისი 2021 17:45
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული