"სპარტაკის" თავდამსხმელი ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
"სპარტაკის" თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, - ამ ინფორმაციას "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 20 წლის ქუთათელაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მიიღო.

გასულ სეზონში მან "სპარტაკი 2-"-ის შემადგენლობაში რანგით მეორე დივიზიონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მის ანგარიშზე 41 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

transfermarkt-ის მიხედვით ქუთათელაძის საბაზრო ღირებულება 175 ათასი ევროა.

ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მან ვარჯიში პრაღის "სპარტაში"
დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
20 წლის სპარტაკის დუბლებში რამდენიმეჯერ ათამაშეს და ძირითადად ჭაბუკთა ლიგაზე თამაშობს როცა 19 წლის ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე უბერავენ..თავიდან ისეთი რეკლამა ჰქონდა გვეგონა ზლატანის მემკვიდრედ ზრდიდნენ პსჟში.
თუ აგენტმა იყოჩაღა რუსეთის მეორე ლიგაში ფაკელში ან შინნიკში მოხვდება ალბათ
.ასე რომ პასპორტი რომელიც გინდა ქონდეს და ბიძიასაც აჩვენოს
Levani
03 ივლისი 2021 19:14
3
შეგერგოთ ერთმანეთი
ზორბეგი
03 ივლისი 2021 18:55
7
რუსები აყოველთვის ყველა ქართველზე ცდილობან მოქალაქეობის მიცემას, თუ თითონ არ გამოიყენებენ ჩვენ ხომ მაინც დაგვაკარგინებენ. ამიტომაა ცუდი როცა ქართველი იქ მიდის სათამაშოდ
Io
03 ივლისი 2021 20:32
8
სრული ბედნიერებისთვის რუსეთის ნაკრებს ესღა აკლდა - უკან ჯიქია, წინ ქუთათელაძე და "ვპერიოდ დერჟავა".
თენგო
03 ივლისი 2021 18:37
7
ამ ბიჭს დედა რუსი ყავს,ეტყობა ქმარიც გაურუსებია და შვილიც,ასე ხშირად ხდება ხოლმე.
გიორგი
03 ივლისი 2021 23:09
4
ჯანო ანანიძესაც რუსი დედა ყავს ანუ რუსეთი მისთვის მეორე სამშობლოა.
zaza
04 ივლისი 2021 01:30
3
უვარგისი კინდ სპარტაკში იყოს და გინდ მსოფლიო ნაკრებში.........
სტალინი
03 ივლისი 2021 18:53
9
ამ ბიჭს ძალიან შეძლებული მამა ჰყავს, მოატარა მთელი ევროპა. თან გადაყვა, მაგრამ ნიჭიერი არაა. ასე რომ, ჯარში წაყვანის საშიშროება არ ემუქრება.
ვახო
03 ივლისი 2021 17:59
7
რუსეთის მოქალაქეობა თორემ დაანგრევს იქაურობას
მეგრელი
04 ივლისი 2021 00:08
1
ჯარიც ალბათ მალე მოუწევს და გამოაგზავნიან აფხაზეთში ან სამაჩაბლოში.
Hoda
03 ივლისი 2021 17:45
6
ამას აპიარებდით ამდენი ხანი :D
Emre
03 ივლისი 2021 21:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული