ეს უკვე ფეხბურთი აღარაა - აუტი ფეხით, 30-წუთიანი ტაიმები და ა.შ.

AutoSharing Option
ფიფა ფეხბურთის ახალი წესების ტესტირებას ახდენს, - იტყობინება fifa.com-ი.

ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოს აზრით, წესების ცვლილებებმა თამაში უფრო სანახაობრივი და საინტერესო უნდა გახადოს. ახალი წესების ტესტირება Future of Football Cup-ის მიმდინარე 19-წლამდელთა ტურნირზე ხდება, რომელზეც მონაწილეობას პსვ, "ალკმაარი", "ლაიფციგი" და "ბრიუგე" იღებენ.

- მატჩი ორ, 30-წუთიან ტაიმად იყოფა, "დრო სუფთაა" და ისევე როგორც კალათბურთსა და ფუტზალში, პაუზისას ჩერდება.

- შეცვლების რაოდენობა განუსაზღვრელია.

- იმისათვის, რათა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნას, აუტიდან ბურთის შეტანა ფეხით ხდება.

- ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ
ფეხბურთელს 5 წუთით აძევებენ.

დაკვირვებისა და ღრმა ანალიზის შემდეგ ფიფა გადაწყვეტს რამდენად გაამართლა მათმა სიახლემ და გაუგზავნონ თუ არა დასამტკიცებლად საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს, რომლის პრეროგატივა თამაშის წესებში ცვლილებების შეტანაა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ხშირია ეგრეთწოდებული ტაქტიკური ფოლების მიღება,როცა მცველი სწრაფი შეტევის ჩაშლის მიზნით,გამიზნულად არღვევს წესებს და გაფრთხილების ფასად ირიდებს საფრთხეს.თუ გაფრთხილებასთან ერთად,ფეხბურთელი რაღაც დროით(5-10-15წუთი),მოედანს დატოვებს,ეს მას იძულებულს გახდის უფრო სუფთად ითამაშოს და შესაბამისად თამაში,კიდევ უფრო შედეგიანი გახდება.მეტი გოლი კი,მეტი სანახაობა და მეტი მაყურებელია.გაძევების ხანგრძლივობა,რა თქმა უნდა სამსჯელო იქნება
სოსო
09:59 19-07-2021
0
დააბრუნეთ კოპლებიანი ბურთი
სტალინი
12:52 18-07-2021
0

სიახლეები პოპულარული