ეს უკვე ფეხბურთი აღარაა - აუტი ფეხით, 30-წუთიანი ტაიმები და ა.შ.

AutoSharing Option
ფიფა ფეხბურთის ახალი წესების ტესტირებას ახდენს, - იტყობინება fifa.com-ი.

ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოს აზრით, წესების ცვლილებებმა თამაში უფრო სანახაობრივი და საინტერესო უნდა გახადოს. ახალი წესების ტესტირება Future of Football Cup-ის მიმდინარე 19-წლამდელთა ტურნირზე ხდება, რომელზეც მონაწილეობას პსვ, "ალკმაარი", "ლაიფციგი" და "ბრიუგე" იღებენ.

- მატჩი ორ, 30-წუთიან ტაიმად იყოფა, "დრო სუფთაა" და ისევე როგორც კალათბურთსა და ფუტზალში, პაუზისას ჩერდება.

- შეცვლების რაოდენობა განუსაზღვრელია.

- იმისათვის, რათა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნას, აუტიდან ბურთის შეტანა ფეხით ხდება.

- ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ
ფეხბურთელს 5 წუთით აძევებენ.

დაკვირვებისა და ღრმა ანალიზის შემდეგ ფიფა გადაწყვეტს რამდენად გაამართლა მათმა სიახლემ და გაუგზავნონ თუ არა დასამტკიცებლად საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს, რომლის პრეროგატივა თამაშის წესებში ცვლილებების შეტანაა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბარემ ორქულიანი და სამქულიანებიც შემოიღეთ, ვაი თქვენს პატრონს.
4
მაგრად გარეკეს! ერთი ფეხბურთიღა დაგვრჩა საყურებლად და მაგასაც მიადექით აფრენილებო? რეებს იგონებთ, რებს როშავთ, სულ "გახვედით ზონიდან" არა? ვაი თქვენს პატრონს! ჯერ იმას ვერ ვიტან, მუხლის მოდრეკვას, რომ აიძულებთ ფეხბურთელებს და "ფერად ბურთებსაც" სჩრით ძალით. ერთი სიტყვით როგორც ვატყობთ, ფიფა მაგარ კაეფშია.
გია
20:52 17-07-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული