რუსი მსაჯის ცოლმა 7 წლის ბავშვს სცემა და ტვინის შერყევა მიაღებინა

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის მახლობლად, დაბა როშინოში, მსაჯის, ვიქტორ ბეზბოროდოვის ცოლს კონფლიქტი მოუვიდა პოპ-მომღერალ სტას პიეხას ყოფილ მეუღლესთან, მოდელ ნატალია გორჩაკოვასთან - იტყობინება StarHit-ი.

გამოცემის ცნობით, მომღერლის შვილი პეტია ბეზბოროდოვის ერთ-ერთ შვილს დაუმეგობრდა. ბეზბოროდოვის მეუღლემ შვილს მეზობლის ბავშვთან ურთიერთობა აუკრძალა, ის კი გაბრაზდა და მათ გასაბერ აუზს ფანქარი შეურჭო.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ქალმა 7 წლის ბავშვს ხელი ჩაავლო, მოისროლა და თავით მიწაზე დააგდო. შედეგად, ბიჭმა თავის ქალას ძვლის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა მიიღო, დაზიანებული აქვს მკერდის მარცხენა ნაწილი და მარცხენა ბარძაყი.

ბავშვს ბებია
გამოექომაგა, მაგრამ არბიტრის ცოლმა მასაც უთავაზა. ახლა პატარა სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, მშობლები კი მსაჯის ცოლს სასამართლოში უჩივლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული