ბრაზილიამ ზედიზედ მეორედ მოიგო ოლიმპიადა - დანი ალვესმა 42-ე ტიტული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოლიმპიადის ფინალში ბრაზილიამ ესპანეთი 2:1 დაამარცხა და მიჯრით მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

45-ე წუთზე ბრაზილია მათეუს კუნიამ დააწინაურა, 61-ე წუთზე ოიარსაბალმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი გამარჯვების გოლი მალკომმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 38-ე წუთზე ბრაზილიელმა რიშარილსონმა პენალტი ვერ გამოიყენა.

38 წლის ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვესმა ამ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში 42-ე ტიტული მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ეგრე! მაგრად გაგვისწორდა! ესპანეთის ნაკრებს და ბარსას, მესის იძულებით წასვლის გამო, ვუსურვებთ წაგებებს. მესის როგორც მოექცნენ ეს სულ გაყიდულები, ჩვენც ისე მოვექცევით.
ყოჩაღ ბრაზილია!
19:33 07-08-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული