პედრიმ თავისი გაიტანა და საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველმა პედრიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე სარეკორდო 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კატალონიურ კლუბს მისი ესპანეთის ნაკრებში გაშვება არ უნდოდა, მაგრამ მან სექტემბერში ეროვნული გუნდის თამაშების გამოტოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

პედრის სურს "ფურია როხას" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში და მუნდიალზე გასვლაში დაეხმაროს. მას მწვრთნელი ლუის ენრიკე უთუოდ უხმობს.

ესპანეთის ნაკრები 2 სექტემბერს შვედეთს, 5 სექტემბერს საქართველოს, ხოლო 8 სექტემბერს კოსოვოს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველამ დ ა ა ს ვ ე ნ ე თ ხვიჩააააა! მართლა შეუკიკინეთ უკვე.
ბიჭოს აღარ დაიღალეთ?
18 აგვისტო 2021 15:02
1
კვარასთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა ქართველ გულშემატკივარს მარა ფიზიკაში უნდა მოუმატოს აუცილებლად .
vova
18 აგვისტო 2021 12:52
0
და ეს "ნუ ხართ ეს ქართველები სულწასულები"
საიდან მოიტანე
იქნებ სჯობდა დაგეწერა: "ნუ ვართ....."
თან გიორგიმ სწორად გითხრა ბუნდესლიგაზე

ჟორას
18 აგვისტო 2021 11:22
0
ხედავთ? 18 წლის პედრიმ ბარსელონაში სეზონზე 73 თამაშში მიიღო მონაწილწობა, კვარამ კი ორი თამაში ვერ ითამაშა 3 დღიანი შუალედით, ჩვენ კიდევ ბუნდესლიგა არ გვინდა მაინცდამაინც ტოპ 5-ის გუნდში უნდა გადავიდესო. ასე რომ ჯერ სადაცაა იქ დაამტკიცოს, რომ ლიდერია და კარგი ფიზიკა აქვს, მერე კი დიდება თავისით მოვა. ნუ ხართ ეს ქართველები სულწასულები.
ჟორა
18 აგვისტო 2021 08:34
6
ჟორა,ჭიდაობებს ხომ უყურებ ხოლმე?მსუბუქ წონებში ჭიდაობა გაცილებით უფრო დინამიურია.მძიმე წონები კი,სწრაფად იღლებიან.პედრი მსუბუქია,ბარსელონაში თამაშობს,სადაც აღდგენითი პროცედურები საშუალებას იძლევა,ყოველ მესამე დღეს ჩაატარონ კალენდარული თამაშები.რუბინმა კი ამხელა დატვირთვებს ვერ გაუძლო.სამდღიანი შუალედებით თამაშს,ისინი მიჩვეულები არ არიან და ვერც აღდგენას ასწრებენ.ამას ვერც ხვიჩა გაექცევა.მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება ,ტოპ-5 ჩემპიონატების დონეს რომ მიაღწიოს,ფიზიკურ მომზადებაში. თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ამას ვერ შესძლებს.თუ წაიყვანეს,რამდენიმე თვეში დაეწევა,თანაგუნდელებს.კახა კალაძე,კიევის დინამოში რომ წაიყვანეს,ვარჯიშებზე გონებას ჰკარგავდა.მერე კი მილანშიც ითამაშა, წარმატებით.
სოსო
18 აგვისტო 2021 17:51
0
ჟორას
სისწრაფეზე გაკეთებულ დრიბლინგს დიდი ენერგია მიაქვს, მითუმეტეს კვარას ყოველთვის ორთა ბრძოლებში უწევს შესვლა.
თომა
18 აგვისტო 2021 14:47
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული