რუმენიგე: რონალდოს 70 ბინძურ მილიონს უხდიან...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ კრიშტიანო რონალდოს ტურინის "იუვენტუსიდან" სავარაუდო წასვლაზე ისაუბრა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იცით, რა არის?! მაგის ხელფასს ვინ შესწვდება?! 70 ბინძურ მილიონს უხდიან, აქედან ნახევარს ხელფასის სახით. ამდენს ვინ გადაუხდის? პსჟ? იქნებ, ინგლისური კლუბები?!

არაჯანსაღი ტენდენციაა. უეფამ რაღაც უნდა იღონოს. ახლა ფეხბურთში ფულის მიმოქცევა ისევ გაიზრდება და ფინანსური რეგულაციები თუ არ შემოვიღეთ და ჭერი არ განვსაზღვრეთ, სპორტის ამ სახეობას რთული დროება ელის", - თქვა რუმენიგემ.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
Რათქმაუნდა რეგულაციებისასწრაფოოდ თორე მასე ვისააც ფული ექნება ყოველთვის ის მოიგეებს.არცერთი ფეხბურთელი არ ღიირს 100 მილიონი.რეგულაციებიის დამრღვევი სასტიკაა უნდა დასაჯო
buxrika
09:58 25-08-2021
2
მეტიც უნდა გადაუხადონ, მისი გადასვლის შემდეგ სერია ა-ს და იუვენტუსის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გელა
23:10 24-08-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული