გადაწყდა - "რუბინი" კვარაცხელიას შემცვლელად სასწრაფოდ დანიელ გარემარბს ყიდულობს!

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის ლიდერ "მიდტიულანდის" 23 წლის გარემარბი ანდერს დრაიერი "რუბინში" გადადის, - იტყობინება Ekstra Bladet-ი.

დრაიერმა ჩემპიონატის მე-6 ტურში, "სილკებორგთან" მოგებულ მატჩში (3:0) მონაწილეობა მიიღო, გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მალე ყაზანურ გუნდში გადაბარგდება.

დრაიერი ადრე "ესბიერგში", "ბრაიტონში", "სენტ მირენსა" და "ჰერენვენში" თამაშობდა, დანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში ჩემპიონატის 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ნახევარდაცვის ორივე ფლანგსა და თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

"მიდტიულანდი" მას ყაზანურ კლუბს 52.5 მილიონ კრონად (დაახლოებით 7 მილიონ ევროდ) მიჰყიდის. ფეხბურთელი მედშემოწმებას
გერმანიაში გაივლის.

დრაიერმა 2021 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებს გაუტანა გოლი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 6 მილიონია.

დიდი ალბათობით, დრაიერს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ყიდულობენ, რომლის შესახებ ბოლო ხანს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ekstrabladet-ი აღნიშნულ ტრანსფერზე წერს, რომ დრაიერმა "რუბინის" ახალგაზრდა ქართველი კომეტა უნდა შეცვალოს, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ფეხბურთელია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
გაირკვა ბათუმში კოსოვოსთან თამაში მაყურებლის გარეშე გაიმართება, ამის შემდეგ ხომ შეგიძლია ფედერაციავ და მთავრობავ პირველ რიგში კოსოვოსთან თამაში გადაიტანოთ ნეიტრალურ სტადიონზე, რადგანაც და სამართლიანადაც ჩვენ არ ვაღიარებთ კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად და ბევრი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ფიფასა და საერთაშორისო არენაზე უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავვარდეთ. უკრაინამ პოლონეთში ჩაატარა კოსოვოსთან თამაში....სადაც არ უნდა ჩატარდეს წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს.
სოსო
23:12 25-08-2021
3
თუ ეგრეა გარკვეული ყოფილა ყველაფერი და სანამ არ დასრულდება ტრანსფერი მანამდე არაფერს ამბობენ
David
00:38 26-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული