გადაწყდა - "რუბინი" კვარაცხელიას შემცვლელად სასწრაფოდ დანიელ გარემარბს ყიდულობს!

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის ლიდერ "მიდტიულანდის" 23 წლის გარემარბი ანდერს დრაიერი "რუბინში" გადადის, - იტყობინება Ekstra Bladet-ი.

დრაიერმა ჩემპიონატის მე-6 ტურში, "სილკებორგთან" მოგებულ მატჩში (3:0) მონაწილეობა მიიღო, გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მალე ყაზანურ გუნდში გადაბარგდება.

დრაიერი ადრე "ესბიერგში", "ბრაიტონში", "სენტ მირენსა" და "ჰერენვენში" თამაშობდა, დანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში ჩემპიონატის 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ნახევარდაცვის ორივე ფლანგსა და თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

"მიდტიულანდი" მას ყაზანურ კლუბს 52.5 მილიონ კრონად (დაახლოებით 7 მილიონ ევროდ) მიჰყიდის. ფეხბურთელი მედშემოწმებას
გერმანიაში გაივლის.

დრაიერმა 2021 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებს გაუტანა გოლი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 6 მილიონია.

დიდი ალბათობით, დრაიერს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ყიდულობენ, რომლის შესახებ ბოლო ხანს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ekstrabladet-ი აღნიშნულ ტრანსფერზე წერს, რომ დრაიერმა "რუბინის" ახალგაზრდა ქართველი კომეტა უნდა შეცვალოს, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ფეხბურთელია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ნუ ჭაკაჭუკობთ ბიჯო, შემცვლელად არა იხვი. იქნებადა კონკურენციის მიზნით ყიდულობენ და შედეგიანობის მიზნით, რაც ჩვენს ოქროს ბიჭს არააქვს შესაშური.
ნუ ჭაკაჭუკობთ
19:30 26-08-2021
0
იმედია, ხვიჩა წარმატებით გააგრძელებს თავის საფეხბურთო კარიერას...
tngh
15:06 26-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული