მესის ლამის ფეხი მოსტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მძიმე ტრავმას ვენესუელის წინააღმდეგ გამართულ (3:1) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში გადაურჩა.

შეხვედრის 27-ე წუთზე მასპინძელთა მცველი ლუის მარტინესი (მოედანზე 2 წუთის გამოსული იყო) სისწრაფეზე გაშლილი ფეხით წვივში შეეჯახა პსჟ-ის ფორვარდს.

თავიდან შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მარტინესს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-მა გადაწყვეტილება შეცვალა და ფეხბურთელი მოედნიდან მიაბრძანა.

გარკვეული პერიოდი ლეო წამოდგომას ვერ ახერხებდა, თუმცა ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართველს, რომ ვინმემ მსგავსი რამ გაუკეთოს ეგრევე კარიერის დასრულება ხელში აქ.
0
ვინც მესის დაუპირებს დამტვრევას, ყველას მოსტყდეთ ფეხები, ალალად ვიძახი.
ვოვა
11:24 04-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული