საბერძნეთმა შვედეთი, ხოლო ესპანეთმა კოსოვო დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები აუტსაიდერია, ორი მატჩი გაიმართა.

ესპანეთმა პრიშტინაში კოსოვო 2:0 დაამარცხა. ანგარიში 32-ე წუთზე დიეგო ფორლანმა გახსნა, ხოლო 88-ეზე მასპინძლები ფერან ტორესმა დაამწუხრა.

საბერძნეთმა მოულოდნელად ათენში შვედეთს 2:1 სძლია. 62-ე წუთზე მასპინძლები ანასტასიოს ბაკასეტასმა დააწინაურა, 74-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა დალაშქრა რობინ ოლსენის კარი, ხოლო მე-80 წუთზე რობინ ქუაისონმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

13 ქულით ჯგუფის ლიდერი ესპანეთია, რომელსაც 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მეორე ადგილზე 9 ქულით შვედეთია, 6 ქულით მესამეზე - საბერძნეთი. აღსანიშნავია,
რომ შვედებსა და ბერძნებს 4-4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ასე რომ, ელადელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდათ და მის განსამტკიცებლად 9 ოქტომბერს ბათუმში „ჯვაროსანთა“ ძლევას შეეცდებიან. იმავე დღეს შვედეთი კოსოვოს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ეხლა გამოჩნდება თუ რამე შეგვიძლია!
თემო
07 ოქტომბერი 2021 09:33
0
რა ქვეყანაცაა და რეალური სურათი დღეს ყველა რგოლში.არა მარტო სპორტში.ასეთივე რეალობაა ფეხბურთშიც.და ჩვენ ქართველებს ზიგჯერ უაზრო და გაუაზრებელი მოლოდინი გვაქვს ხოლმე..არაა სანიოლი ნული როგორც მწვრთელი და არც პროფესიონალია..სამაგიეროდ ნულია ეროვნული ნაკრების თამაში..ფიზიკური თუ მორალური მდგომარეობა და შედეგიც სახეზეა...რაც ხდება დიდი ხნის და სერიოზული პრობლემაა როგორც ფეხბურთში...თუმცა ზემოთ ამაზე არავინ ფიქრობს..მოვალეობის მიზნით და რელსიდან გადასული ელმავალივით..ინერციით მიდის სად?თქვენც იცით მეგობრებო
Labirinti...
09 სექტემბერი 2021 12:17
0
ამ ჯგუფში ისე ვითარდება მოვლენები რომ ჩვენთვის როგორც ჩანს გამზადებულია ცხელ ცხელი ბოლო ადგილი საბერძნეთი როგორი მოტივირებული ჩამოვა წარმომიდგენია და პლიუს კოსოვოსთან გასვლაც რა იქნება ყველა გამწარებული შეცდება ჩვეთან ქულების აღებას და ამ თამაშიდან გამომდინარე რაც ჩვენ გვქონდა ამ თვეში სრულიად წაგვლეკავენ დანრჩენილ შეხვედრებში ყველა.
ზურა
09 სექტემბერი 2021 01:17
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული