არგენტინის ნაკრების თავკაცმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში 8, 11 და 15 ოქტომბერს პარაგვაის, ურუგვაისა და პერუს ნაკრებებს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი ("ასტონ ვილა", ინგლისი), ხუან მუსო ("უდინეზე", იტალია), ესტებან ანდრადა ("მონტერეი", მექსიკა), ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი", არგენტინა);

მცველები: გონსალო მონტიელი ("სევილია", ესპანეთი), ნაუელ მოლინა ("უდინეზე", იტალია). ხუან ფოიტი ("ვილიარეალი", ესპანეთი), ლუკას მარტინეს კუარტა ("ფიორენტინა", იტალია), ხერმან პეცელა ("ბეტისი", ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი ("ბენფიკა", პორტუგალია), კრისტიან რომერო ("ტოტენჰემი", ინგლისი), ლისანდრო მარტინესი ("აიაქსი", ნიდერლანდები), ნიკოლას ტალიაფიკო ("აიაქსი",
ნიდერლანდები);

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), მარკოს აკუნია ("სევილია", ესპანეთი), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), გვიდო როდრიგესი ("ბეტისი", ესპანეთი), ნიკოლას დომინგესი ("ბოლონია", იტალია), ჯოვანი ლო სელსო ("ტოტენჰემი", ინგლისი), ეზეკიელ პალასიოსი ("ლევერკუზენი", გერმანია), როდრიგო დე პაული ("ატლეტიკო", ესპანეთი), პაპუ გომესი ("სევილია", ესპანეთი), ნიკოლას გონსალესი ("ფიორენტინა", იტალია);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ, საფრანგეთი), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი", იტალია), პაულო დიბალა ("იუვენტუსი", იტალია), ლუკას ალარიო ("ლევერკუზენი", გერმანია), ანხელ კორეა ("ატლეტიკო", ესპანეთი), ხოაკინ კორეა ("ინტერი", იტალია), ხულიან ალვარესი ("რივერ პლეიტი", არგენტინა).

არგენტინის ნაკრები 8 შეხვედრის შემდეგ 18 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ბრაზილიას 6 ქულით ჩამორჩება. მოგეხსენებათ, ამ ნაკრებების დაპირისპირება ჩაიშალა და მათ, სხვებთან შედარებით, 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ გამართული.

altარგენტინამ და ბრაზილიამ გაიმარჯვეს - 2 დღე სამხრეთამერიკულ კლასიკომდე [VIDEO]

altმესის მორიგი სუპერ შეხვედრა - არგენტინა ნახევარფინალშია [VIDEO]

altმესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეო მესი! ძალიან გვიყვარხარ! წარმატებები!!!!!!!!!
შენი ფანები
15:29 28-09-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული