"კრიმინალური ტერორისტული ორგანიზაციის" "პროპაგანდისთვის" სერბები შაჩირის უჩივიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერბეთის საფეხბურთო გაერთიანება ფიფაში საჩივარს შეიტანს, რომელიც შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველ ჯერდან შაჩირის თავს გადახდენილ ამბავს შეეხება.

ჟენევაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, 30 წლის ფეხბურთელი ინტერვიუს აძლევდა, როცა მასთან უცნობი პირი მივიდა და კოსოვოს გათავისუფლების არმიის (UCK) ლოგოთი დამშვენებული ქურთუკი შემოახვია.

"ფიფაში გასაგზავნ წერილს ვამზადებთ და კრიმინალური ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გამო დაუყოვნებლივ ვითხოვთ შაჩირის მიმართ უმკაცრესი სანქციის გატარებას, - განაცხადა სერბეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა იოვან სუბრატოვიჩმა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამაც გააკეთა:

"მიუღებელია, როცა ადამიანები საფეხბურთო მოედანს პოლიტიკური
პროპაგანდისათვის იყენებენ. ჯერდან შაჩირი სამაგალითოდ მოიქცა, სიმშვიდე შეინარჩუნა და რეაქცია არ ჰქონია. ამ ეპიზოდზე პასუხისმგებელი პირი კი პოლიციაში დაიკითხება და მატჩებზე დასწრების უფლება აღარ ექნება."

კოსოვოს გათავისუფლების არმია ალბანური საომარი ორგანიზაციაა, რომელიც მონოეთნიკური კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

შაჩირი 1991 წელს ქალაქ გილანში დაიბადა, რომელიც თანამედროვე კოსოვოს რესპუბლიკის ტერიტორიაზეა.

მომზადებულია Voetbal International-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული