შვეიცარიის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი ჯერდან შაქირი "ლივერპულიდან" "ლიონში" გადავიდა.
ფრანგულმა კლუბმა შაქირი 11 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ის "ლივერპულმა" 2018 წელს "სტოკ სიტისგან" 15 მილიონად იყიდა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის 14 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.