დონეცკის "შახტარისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბოგდან ბუტკომ მეტად მტკივნეულად მიიღო ავსტრალიელი ჯოშუა კოვალოს "ქამინგ-აუთი" და "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ამბავს გამოეხმაურა.
"იმ თანაგუნდელებს უნდა რცხვენოდეთ, ვინც მაგას ხელს ართმევს. თუ ამ ყველაფერს მხარს უჭერთ, მე ბოდიში.
როგორ შეიძლება გაჩუმება, როცა ირგვლივ ბავშები გვეზრდებიან და ამ ყველაფერს უყურებენ? ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბოლო დროს მრავლდებიან.
თვითონ ამ ფეხბურთელის შესახებ საუბარი არც მსურს და არც ვაპირებ, რადგან პირადად მას არც ვიცნობ,"- დაწერა ბუტკომ.
ავსტრალიის უმაღლესი ლიგის გუნდი "ადელაიდი უინაიტედის" 21 წლის
ნახევარმცველმა ჯოშუა კოვალომ ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა რომ გეია.
რაც შეეხება ბოგდან ბუტკოს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 33 მატჩი აქვს ჩატარებული და ევროპის ორ ჩემპიონატზე უთამაშია, ამჟამად თავისუფალი აგენტი გახლავთ.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით