სათამაშო დღის (6 ნოემბერი) გამორჩეული შეხვედრები

AutoSharing Option
დღეს, 6 ნოემბერს, ევროპის მასშტაბით შიდა ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართება.

გთავაზობთ გამორჩეულ შეხვედრებს:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი"

პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს მანჩესტერული გუნდები დაუპირისპირდებიან.

10 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 17 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, "სიტი" 20 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს რაფაელ ვარანი და პოლ პოგბა გამოაკლდებიან, კითხვის ნიშნის ქვეშაა ვიქტორ ლინდელოფის თამაშიც.

"ქალაქელებს" ფერან ტორესისა და აიმერიკ ლაპორტეს გარეშე მოუწევთ თამაში, დანაკლისს შესაძლოა კაილ უოლკერიც დაემატოს.

მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე
დაიწყება.

"სელტა ვიგო" - "ბარსელონა"
ლა ლიგის მე-13 ტურში "სელტა ვიგო" "ბარსელონას" უმასპინძლებს.
მასპინძლები 12 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-16 ადგილს იკავებენ, "ბლაუგრამ" 11 შეხვედრა გამართა, აქტივში კი 16 ქულა ჩაიწერა.
დღევანდელ მატჩში "სელტას" სანტი მინა და ბრაის მენდეზი გამოაკლდება, შესაძლოა მონაწილეობა ჰულო მალომაც ვერ მიიღოს.
"ლურჯ-ბროწეულისფერებს" დიდი დანაკლისი აქვთ, კატალონიელებს სერხიო აგუერო, უსმან დემბელე, მარტინ ბრაიტვეიტი, პედრი, სერჟინიო დესტი და ხერარდ პიკე არ ეყოლებათ.
მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
"იუვენტუსი" - "ფიორენტინა"
სერია A-ს მე-12 ტურში "იუვენტუსი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.
11 ტურის შემდეგ "ბებერ ქალბატონს" 15 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს, "ფიორენტინა" 18 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
"ბიანკონერის" დღევანდელ შეხვედრაში მატია დე შილიო გამოაკლდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა მოიზე კინის თამაშიც.
სტუმრები მოედანზე დრაგოვსკის, ერიკ პულგარის, ნიკოლას გონსალესისა და ალექსანდრ კოკორინის გარეშე გამოვლენ.
შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
"ლაიპციგი" - "დორტმუნდი"
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში "ლაიპციგი" "დორტმუნდს" მასპინძლობს.
"ლაიპციგი" 10 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, თავის მხრივ, ბორუსიელები" 24 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან.
მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში მარსელ ჰალსტენბერგი, ლუკას კლოსტერმანი, მარსელო სერაჩი და ვილი ორბანი არ ეყოლებათ.
"ყვითლების" დანაკლისი გაცილებით დიდია, სტუმრებს ემრე ჩანი, ერლინ ჰოლანი, მატეუ მორეი, ჯოვანი რეინა, ნიკო შულცი და მარიუს ვოლფი გამოაკლდებათ.
მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
"რეალი" - "რაიო ვალეკანო"
ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის "რეალი" "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს.
11 ტურის შემდეგ "ბლანკოსი" 24 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ, "რაიო" 20 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
"სამეფო გუნდს" დღევანდელ შეხვედრაში ფედერიკო ვალვერდე და მარიანო დიაზი გამოაკლდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა გარეთ ბეილისა და როდრიგოს თამაშიც.
სტუმრები მარტინ მერქელანზის გარეშე იასპარეზებენ.
შეხვედრა ხვალ, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული