გვარდიოლა: მესის "ოქროს ბურთი"? - ეს შოუა, ბიზნესი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პსჟ-ის თავდამსხმელ ლეო მესის მიერ "ოქროს ბურთის" მეშვიდედ მოპოვებაზე გააკეთა კომენტარი.

"ამაზე მე ნუ მკითხავთ. რაც არის, ეგ არის. ჩვენ ვერასოდეს ვიტყვით, რომ მესიმ არასამართლიანად მიიღო "ოქროს ბურთი". ეს შოუა, კარგი ბიზნესი, რათა ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდეს.

დაიმსახურა თუ არა მან ეს ჯილდო? მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ამას იტყვის. ამ და გასულ სეზონებში ლევანდოვსკის თამაშისა და გატანილი გოლების რაოდენობისა და მათი ხარისხის გათვალისწინებით, მისი დაჯილდოება სამართლიანი იქნებოდა", - ციტირებს გვარდიოლას City Xtra "ტვიტერით".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვისაც მესი არ მიაჩნია მსოფლიოს უპირველეს ვარსკვლავად, მას ძალიან ცუდად ესმის ფეხბურთი.
ILIA
01 დეკემბერი 2021 10:58
18
იგივე შეიძლება ითქვას რონალდუს შესახებაც: ვინც ვერ ხედავის რა დონის ფეხბურთელია რონალდუ, იგი ბრმაა და ფეხბურთზე არ უნდა დადიოდეს!ჯობია ხოკეიზე იაროს ან მოტობურთზე!!!
გიორგი
01 დეკემბერი 2021 16:19
2
კაი რა 7 ოქროს ბურთი , მაქსიმუმ ორჯერ ეკუთვნოდა, ინიესტას და ჩავის არცრთხელ არ მისცეს ორ ლეგენდას რომლებმაც თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე დიდ წარმატებას მიჺღწია, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე, ჩართეთ მაგათი თამაშები და უყურეთ ვინ არ დააფასეს, ესპანეთის ნაკრების ევროპა მსოფლიო ევროპა ნათლად აჩვენებს რო ბარსას მაგ დროს მოგებული ყველა ტიტული ესპანელი ფეხბურთელების დამსახურება იყო და არა მესის, მესის არცერთ გადამწყვეტ მომენტში თავისთავზე თამაში არ აუღია(ვერ) ჩელსისთან ინიესტას გოლი გაიხსენეთ და საერთოდ ეგ ლიგა ინიესტამ მოიგო.. მესი თუ ნომერ პირველია ორბურთიანი ჰანდიკაპი რატო ვერ შეინარჩუნა მადრიდთან? და საერთოდ ბოლოს მადრიდს როდის გაუტანა თუ ახსოვს ვინმეს? ბოლო 16 თამაშია მადრიდისთვის არ გაუტანია , პ.ს.ჟ ში და არგენტინაში როგორც ჩანს მესი ეგ არი რეალურად , ბარსაში რაც იყო ეგ ბარსას დამსახურებით იყო.. მესი არი ერთი კარგი ფეხბურთელი.. და არა მარადონა...
skra
11 მარტი 2022 00:42
0

სიახლეები პოპულარული