ეტო'ო ბინძურ და კორუფციულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს - რონალდინიო გახარებულია

AutoSharing Option
აფრიკული ფეხბურთის ლეგენდა სამუელ ეტო'ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის (FECAFOOT) ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ყოფნის მზადყოფნა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოაცხადა. ეტო'ომ ყოფილ თანაგუნდელ ჯერემი ნჯიტაპის აჯობა.

კამერუნმა ერთ თვეში აფრიკის ერთა თასს უნდა უმასპინძლოს. News Trust-ი წერს, რომ 40 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ბარსელონას" ლეგენდაა და  ასევე, მილანის "ინტერსა" და "ჩელსიში" თამაშობდა, უნდა უხელმძღვანელოს ორგანიზაციას, რომელიც დიდი ხანია ბინძურია - შიდა დაპირისპირებებით, არასწორი მენეჯმენტითა და კორუფციით. ეტო'ომ 43 ხმით თავის კონკურენტს, ამჟამინდელ პრეზიდენტ სეიდუ მბობუო ნჯოიას გაუსწრო, რომელსაც 31 მხარდამჭერი ჰყავდა.

აფრიკის
წლის საუკეთესო მოთამაშის ოთხგზის გამარჯვებულმა პირობა დადო, რომ კამერუნის ფეხბურთში რადიკალურ ცვლილებებს შეიტანს, მათ შორის, ინოვაციურ პროექტს განახორციელებს, რომელიც ქვეყნის ადგილობრივი ჩემპიონატის, პლაჟისა და ქალთა ფეხბურთის აღორძინებას მოიცავს. 

Sportall.Ge

ყოფილ თანაგუნდელს, სოციალური ქსელის მეშვეობით, გამარჯვება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიომ მიულოცა და გახარებულმა აღნიშნა, რომ კამერუნის ფეხბურთი დიდი ადამიანის ხელშია. შეგახსენებთ, მათ "ბარსელონაში" მრისხანე შემტევი დუეტი ჰქონდათ.

altეტო'ო: ეს მატჩი ფეხბურთში საუკეთესოა, მას ლიგის ფინალიც ვერ შეედრება

altსამუელ ეტო'ო: მესი ბერდება

altრონალდინიო მესის პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა

altრონალდინიო: ფეხბურთის ყურება არ მიყვარს

მკითხველის კომენტარები / 1 /
კორუფცია აწი ნახეთ
ნიმბუსი
23:43 12-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული