ფეხზე კოცნით დაემშვიდობნენ, თითქმის 3000 კილომეტრი ნავით გაცურეს - აფრიკის ერთა თასის გამორჩეული ნაკრები

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, აფრიკაში ერთა თასი მიმდინარეობს. როგორც უმეტესად დიდ ტურნირებზე ხდება, ამ ფორუმსაც თან ემოციური ისტორია დაერთო.

რეიტინგში 108-ე ადგილზე მყოფი სიერა ლეონე ერთა თასზე 1996 წლის შემდეგ პირველად გავიდა და სენსაციაც საწყის ტურშივე მოაწყო. 11 იანვარს ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ალჟირთან ფრედ, 0:0 ითამაშეს.

სიერა ლეონეს გულშემატკივრები თავიანთ ფეხბურთელებს ფეხზე კოცნით დაემშვიდობნენ, სპორტსმენები კი ფინანსური პრობლემების გამო კამერუნში ნავებით ჩავიდნენ. მართალია, ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ კონკრეტული თანხა გადარიცხა, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა და სპორტსმენებმა ნავით დაახლოებით 2 796
კილომეტრი გაცურეს, ჩავიდნენ კამერუნში და როგორც მოგახსენეთ, სენსაცია შემოგვთავაზეს.

მატჩის დაწყების წინ, ჰიმნის გაჟღერებისას, ათლეტებმა ემოციებისგან ცრემლები ვერ შეიკავეს, შემდეგ კი მოედანზე გული და სული დადეს, არბიტრის ბოლო სასტვენის შემდეგ კი დიდი ემოციებით აღნიშნავდნენ.

მომზადებულია thenewsglory-ისა და today.-n24-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
რს ემოციური ამბავია! ხომ "ცხრა მთას იქითაა", მაგრამ ისეთ მაგარ ხასიათზე დავდექი დილიდან, ვუგულშემატკივრებ აწი!
მასტერს
14 იანვარი 2022 09:37
0
ა ბიჭო! შევკრათ ჩვენც ტივები და იქნებ გვეშველოს რამე.
!!!
13 იანვარი 2022 22:53
2
ნავით არა, ტივით გაცურეს "დაახლოებით" 2796 კმ. ყველა ვერ დაეტია და რიგრიგობით ცურვით მიყვებოდნენ.
gio58
13 იანვარი 2022 18:35
9
საქართველოს ნაკრებს პირობები არ აქვთ დაფრინავენ და მაგიტომ აგებენ
თმაზი
13 იანვარი 2022 18:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული