არანაირი ურთიერთობა აგრესორთან - უკრაინამ თავის სპორტსმენებს რუსებთან სურათის გადაღებაც კი აუკრძალა

AutoSharing Option
უკრაინის ხელმძღვანელობამ 2022 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც 4 თებერვალს პეკინში აიღებს სტარტს, თავის სპორტსმენებს რუსებთან ურთიერთობა და მათთან სურათის გადაღებაც კი აუკრძალა. ამაზე კომენტარი უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გააკეთა.

"აქ განსაკუთრებულად კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია და ამის მითითების მიცემა არც იყო საჭირო. ყველა თავისი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყოს და იცოდეს, ვინაა მისი მეგობარი და ვინ - მტერი.

ამიტომ არავითარი ერთობლივი ფოტო, რუსებთან ძმობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს ქვეყანა აგრესორია, რომელიც შენს ძმებსა და დებს ხოცავს, იპყრობს შენს მიწებს.
ასეთი რამის პატიება არ შეიძლება", - ციტირებს მარკევიჩს  Meta-ratings.com.ua.

უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მცველმა არტიომ ფედეცკიმ კი განაცხადა, რომ რუსეთში მოთამაშე უკრაინელ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში არ გამოიძახებენ: 

"პეტრაკოვი მათ, რა თქმა უნდა, არ იხმობს. ვიცნობ რა პეტრაკოვს, ეს თემა დახურულია და არც კი განიხილება. რაკიცკი ახლა რუსეთში ასპარეზობს. ასე რომ, ეს საკითხიც დახურულია. იარიკმა თავისი არჩევანი გააკეთა და ეს მისი უფლებაა. მის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელები გვყავს, იგივე ზაბარნი და მატვიენკო".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რას აკეთებენ ფედერაციები ? საერთოდ გარიცხონ ეგ ფაშისტები თავიანთი რიგებიდან @ რა შუაშია სპორტი და სურათების გადაღება ? კი ბატონო თუ ვინმე რუსმა სპორტსმენმა თქვა უკრაინაზე ცუდი რამე იმას სურათის გადაღება კი არა საერთოდ არ უნდა შეხვდნენ და სხვებმა რა დააშავეს ? ადამიანს ეროვნების ნიშნით რომ ყოფ აი ზუსტად ეგაა ფაშიზმი @
zura222
27 იანვარი 2022 18:51
5
პროვოკატორებმა მიდით წერეთ კომენტარები-იქნება 2008 გაგიმეორონ.
არ გირჩევნიათ უკრაინაში წახვიდეთ და რუსეთს ეომოთ? ოღონდ დროზე წადით გერმანიამ 5000 ცალი ჩაფხუტით დაეხმარა და რო შეგხვდეთ.
Levani
27 იანვარი 2022 14:41
10
ქართველები რუსეთის სახელითაც გამოდიან, რუსეთშიც თამაშობენ და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ. ამბობენ ხოლმე ეს ხომ სპორტიაო. სურათის გადაღებაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი.
gio
27 იანვარი 2022 10:57
8
ჩვენ როდის მივხვდებით, რომ რუსეთი საქართველოს და ყოველი ჩვენთაგანის მტერია?
ისევ გავუღეთ კარი და შემოგვესივნენ „ტურისტები“

ხაჭაპურის მირთმევა არ დაგავიწყდეთ რუსებისთვის.
ვაჟა
27 იანვარი 2022 10:03
16
აბა ვიომოთ ვისთან ხალხოო თქვენ რა გგონიათ უკრაინა რუსეთს რამეს დააკლებს?პირიქით საიხოცება უამრავი უდანაშაულო ადამიანი და ეს იქნება მაგარიი გეკითხებით???ამერიკა არის პროვოკატორი ეგ ქვეყანა იწვევს ყველაფერს ცუდსსს….არც ევროკავშირში გვიღებენ და არც რუსეთისთვის გვიმეტებენ რა უნდათ თვითონაც არიციან!!!!
Omiii argvinda!!!
27 იანვარი 2022 18:41
2
ჩვენ როდის მოვალთ აზრზე?
ხომ ისევ გადავაქციეთ საქართველო რუსების საჯირითოდ.
ხაჭაპურები გამოუცხვეთ რუს "ტურისტებს'
G
27 იანვარი 2022 08:54
13
ეს ქართველების ფორუმია, თუ რუსების? ასეთ კარგ სტატიას დისლაიქები ვინ დაუდო?
ქ. გ.
27 იანვარი 2022 03:37
11
მიშა რა შუაშია ან ბიძინა შე დამპალი ორჯონიკიძის დამპალი გენეტიკის გამგრძელებელო.
კიდე მეტს ვიტყოდი რისგან ხარ გაკეთებული მაგრამ დაბლოკავს ადმინი, ესეც თუ გაატარა...
შე....
27 იანვარი 2022 03:25
17
გენაცვალე.... 100%
ID
27 იანვარი 2022 12:56
3
ხო გააგრძელეთ მიშას და მიშისტების ჭკუაზე სიარული და დაიჭერთ ხელში ბოლოს კაი რამეს

არც იციან სად გაყვეს ამ უბედურებმა თავი, უბრალო ხალხია ისევ ცოდო თორე ზელენსკი და მაგისი ცოლი კი გაფრინდებიან აშშ-ში რო რამე, აქ როგორც აატალახეს 2008ში ჩინოვნიკმა ნაცებმა თურქეთის საზღვარი

დისლაიქები ყურის უკან დამადეთ მიშისტებმა, გამგები გაიგებს რაც დავწერე თქვენთან კიდე როდის ჰქონდა ლაპარაკს აზრი
Whale
27 იანვარი 2022 02:40
50
ეგრეა ძამი 100%
აბრეზა
27 იანვარი 2022 20:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული