არავითარი ტურნირი რუსეთში - დიდი ბრიტანეთის სანქციები რუსული კლუბების სპონსორების მიმართ

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მოსკოვის ქმედების საპასუხოდ სანქციებს უწესებენ რუსეთის ხუთ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს.

მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ "სოჭის" პრეზიდენტი ბორის როტენბერგი, ცსკა-ს ჰოკეისტთა კლუბის პრეზიდენტი გენადი ტიმჩენკო და საფეხბურთო კლუბ ცსკა-ს სპონსორი "პრომსვიაზბანკი".

დიდ ბრიტანეთში მათი ნებისმიერი აქტივი გაიყინება, აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ხოლო ბრიტანელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება არ ექნებათ, მათთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეთ.

ბორის ჯონსონმა აგრეთვე თქვა, რომ რუსეთი სულ უფრო იზოლირებული ხდება, განდევნილის სტატუსი აქვს და ქვეყანას,
რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა, არავითარი საფეხბურთო ტურნირის ჩატარების შანსი არ გააჩნია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კვარა გამოასწარი დროზე დავითაშვილიც წამოიყვანე ჯუგელი დატოვე
beqa
23:08 22-02-2022
4
ბორის აბრამოვიჩიდან ხომ არ დაიწყებდი ???
0

სიახლეები პოპულარული