რუსეთის უეფადან მოკვეთა - ახალი სანქციების მოლოდინში

AutoSharing Option
Insidersport-ის თანახმად, ფიფა აქამდე არსებულ რეგულაციებზე შეჩერებას არ აპირებს და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოუწოდებს, უეფადან რუსეთის გაძევებასა და ამ ქვეყნის კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთაზე იფიქროს.

ამავდროულად, AP-ი იუწყება, რომ ალბანეთის ნაკრები უარს ამბობს, უახლოესი "ერთა ლიგის" მასშტაბით მათი ჯგუფის მეტოქე რუსებს დაუპირისპირდნენ - ამის შესახებ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლკა ჯაჩკამ განაცხადა.

ამ ორი ნაკრების გარდა, ჯგუფში ისლანდია და ისრაელი არიან.

შეგახსენებთ აქამდე არსებულ ძირითად რეგულაციებს - ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება სანქტ-პეტერბურგს ჩამოერთვა; რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირზე ითამაშებს
არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელწოდებით; შეხვედრებისას მათ არ ექნებათ დროშა და არ გაჟღერდება ჰიმნი; პოლონეთი, ჩეხეთი და შვედეთი რუსეთთან პლეი-ოფის თამაშზე უარს აცხადებენ.

უახლოეს წარსულში რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიანიჭეს, ახლა კი მის მიმართ მკაცრ სანქიებს ვხედავთ, რაც მისასალმებელია.

altარც სახელწოდება, არც დროშა, არც ჰიმნი - რუსული ფეხბურთი მწარედ დასაჯეს