არც სახელწოდება, არც დროშა, არც ჰიმნი - რუსული ფეხბურთი მწარედ დასაჯეს

AutoSharing Option
Они никто и звать их никак

უკრაინაში ომის დაწყების გამო ფიფამ რუსეთის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო - რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. რუსებს გასვლითი მატჩების ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე გამართვა მოუწევთ.

რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირზე ითამაშებს არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელწოდებით. შეხვედრებისას მათ არ ექნებათ დროშა და არ გაჟღერდება ჰიმნი.

ამას გარდა, ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფებთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რადგან პოლონეთი, ჩეხეთი და შვედეთი რუსეთთან თამაშზე უარს აცხადებენ. ფიფა ამ ქვეყნების ფედერაციებთან მჭიდრო კონტაქტზე იმყოფება და ერთობლივად
მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას.

პოლონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ცეზარი კულეშამ განაცხადა, რომ ფიფას გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და რუსეთთან არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებენ. იმავეს აპირებს ინგლისიც.

თუმცა შეიძლება რუსეთი საერთაშორისო ტურნირებიდან საერთოდ მოკვეთონ. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა რუსეთის საფეხბურთო ორგანიზაციებიდან გარიცხვა მოითხოვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მეგონა, თვალებზეც თუ შეიძლებოდა ლეღვის ფოთლის აფარება.რუსეთის ნაკრები რომ თამაშობს,რაც გინდა ჰიმნი აუკრძალო,მაინც რუსეთის ნაკრებია და თუ ქვეყნის პოლიტიკას სჯი,ისიც ქვეყნის სახეა.სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში თუ კიდევ შეიძლება ამის როგორღაც ახსნა,გუნდურ სახეობებში ეს უკვე აბსურდი მგონია.მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება რომ მისცეს,მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ გადაწყვეტილების კორუფციულობაზე.ეტყობა ეს ხმები სიმართლეს შეეფერება და გამჟღავნების შიშით,მაინც ცდილობენ ხელის დაფარებას,თორემ იუგოსლავიის ნაკრები რომ გამოაგდეს,ესენი უკეთესად იქცევიან?!იგივეს ვირტყოდი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზეც.არც იქ ჩანს საქმე სუფთად.ქვეყანა ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება და ამათზე ხელის დაფარება,როგორ შეიძლება?!
სოსო
15:11 28-02-2022
0
მოკვეთის პრეცედენტი უკვე იყო 1992 წელს, როდესაც იუგოსლავია არ დაუშვეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. მიზეზიც მსგავსი იყო - საომარი მოქმედებები. მის ნაცვლად დანიამ ითამაშა (ჯგუფის მეორეადგილოსანმა) და ჩემპიონიც გახდა. ასე, რომ მონდომების შემთხვევაში რუსეთის მოკვეთა სავსებით შესაძლებელია.
ლადო
12:00 28-02-2022
0

სიახლეები პოპულარული