კვარაცხელიას თანაგუნდელი ხოჭოლავას გუნდში აპირებს გადასვლას

AutoSharing Option
EkstraBladet-ის ცნობით, "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ნახევარმცველი ანდერს დრეიერი შეიძლება დანიაში დაბრუნდეს.

დრეიერთან სეზონის ბოლომდე კონტრაქტის გაფორმების სურვილი "კოპენჰაგენმა", რომლის ღირსებასაც დავით ხოჭოლავა იცავს და "მიდტიულანდმა" გამოთქვეს.

23 წლის დრეიერი "რუბინში" გასულ წელს "მიდტიულანდიდან" გადაბარგდა, ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ფიფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს სხვა კლუბებთან 30 ივნისამდე ხელშეკრულების გაფორმების უფლება მისცა, რის შემდეგაც თავიანთ გუნდებში უნდა დაბრუნდნენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგას რა ენაღვლება ევროკავშირის მოქალაქეა და არ დაიკარგება და ხვიჩამ რა უნდა ქნას ? ეხლა წავიდეს სადმე დანიაში ან ბელგიაში 3 თვით და მერე ისევ უკან დაბრუნდეს ? და იმაზე თუ იფიქრეს ფიფას იდიოტებმა ამის მერე როგორ დახვდებიან რუსეთში ხვიჩასაც და სხვებსაც @ ასეთი იდიოტობა დააბრეხვა ფიფამ @@ ან კონტრაქტის მთლიანად გაწყვეტის უფლება მისცენ ფეხბურთელებს ან კიდევ ერთ ადგილს ნუ ათამაშებენ და გამოვიდნენ და თქვან ბიჭებოო რა ვქნათ რუსულ ფულზე უარს ვერ ვამბობთო და საერთოდ გააუქმონ ეს იდიოტური წესი @ აი მართლა ვერ გავიგე რას ემსახურება ეს წესი და რა მოგება აქვთ ამ წესით რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს ? ვერაფრით ვერ მივხვიიიიიი ! იქნება ვინც მიხვდა იმან აგვიხსნაას
zura222
19:28 10-03-2022
0
იმდენ სიძულვილს ანთხევენ,ამ ბიჭების მიმართ,რომ ნაკრებისაკენ რომც აღარ გამოიხედონ,ამდენი შეურაცხყოფის შემდეგ,საყვედურისათვის ხმაც არ ამოგვეღება.რა არის ხალხო,20-21 წლის ბიჭებს ამდენ შეურაცხყოფას რომ აყენებთ,თქვენი თავი ჩააყენეთ მათ ადგილას და რას იზავდით,ამის შემდეგ,იმაზე იფიქრეთ.გულშემატკივრობა ,მის ტკივილსაც რომ იზიარებთ და სიხარულსაც,იმას ნიშნავს.მოყვასისათვის გაჭირვებაში წიხლის ჩაზელვას კი,ყოველთვის სხვა სახელი ერქვა,საქართველოში.მაპატიეთ და იფიქრეთ ამაზე!ძალიან გთხოვთ!
სოსო
23:53 10-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული