"ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია - ევროპა კი მაინც ყიდულობს რუსულ გაზს" - უეფას პრეზიდენტი

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა რუსული ფეხბურთის იზოლაციაზე და "გაზპრომთან" კონტრაქტის გაწყვეტის გამო მწუხარება გამოთქვა.

"უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგიდან გადაიტანა, რუსეთს საქნქციები დაუწესა და უკრაინელ დევნილებს მილიონ ევროზე მეტი გამოუყო.

როგორი დამოკიდებულება მაქვს პუტინთან? ადრე ყველაფერი კორექტულად იყო, ის შეხვედრისთვის კარგად ემზადებოდა. თუმცა, არ მგონია ფეხბურთის ფანი იყოს, უფრო სპორტის სხვა სახეობები აინტერესებს.

ეს პოლიტიკური კი რა, ჰუმანიტარული კრიზისია. სპორტსმენების დასჯის გამო გული მიკვდება: მათ ეს არ უნდოდათ, გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ, მაგრამ მსოფლიოს გამო ერთიანობა უნდა გამოვავლინოთ.

ჩვენზე პოლიტიკოსები
ზეგავლენას არ ახდენენ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია, ჩვენ შეგვიძლია მასზე გავლენა მოვახდინოთ, რადგან ბევრი მხარს გვიჭერს. მე მოვუწოდებ ბევრ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურაში ინვისტიციების განხორციელებისაკენ. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება დაინტერესებულია ფეხბურთით, ზოგიერთი - ნაკლებად. მაგალითად, მაკრონი და ერდოღანი გულშემატკივრები არიან, მერკელიც.

"გაზპრომთან" თანმშრომლობის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო (უეფა "გაზპრომისგან" წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ევროს იღებდა). ამან ჩვენს ბიუჯეტს დარტყმა მიაყენა. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ პაველკოს ყოველდღე ვესაუბრები. ამ გადაწყვეტილების მიღების წინ რუსეთის ფეხბურთის კავშირი გავაფრთხილე. მე მშიშარა არ ვარ და ვინმეს ზურგსუკან არაფერს არ ვაკეთებ.

ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გაგვეთვალისწინებინა თუ არა, საიდან წამოვიდოდა ფული? თუ საკითხს ასე განვიხილავთ, ეს პოპულიზმია. პოლიტიკოსებისთვის ადვილია ყვირილი. ვინ არის უეფა, რომ ქვეყნის მართვა შეაფასოს? ყველა მსხვილი დასავლური კომპანია იცავს კი ადამიანის უფლებებს?

პოლიტიკოსებმა რუსეთის მიმართ სანქციიების შემოღებამდე გვთხოვეს "გაზპრომთან" ურთიერთობის გაწყვეტა. ევროპა კი მაინც ყიდულობს რუსულ გაზს", - განუცხადა ჩეფერინმა Corriere della Sera-ს.

altუკრაინელებმა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ყველა ჯილდო ჩამოართვეს

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმიტომ რომ ჭკვიანები არიან და საკუთარ ინტერესებს წინ აყენებენ. ხო მერე კანცლერი შოლცი მივა გერმანელებთან და ეტყვის უკრაინელი ხალხის გამო ან უნდა გაიყინოთ ან 2ჯერ მეტი გადაიხადოთ გაზშიო ასე მოხდება გგონიათ? ყველას საკუთარი ინტერესები აქვს პირველ ადგილზე. მაგრამ ჩვენთან ზოგი ამბობს პირველ ადგილზე სხვისი ინტერესი უნდა იყოსო
10
ნახ-ნახიჩ!-ვინ-გეცოდება-ის-ნაბიჭვარი-ტანმოვარჯიშე-ფორმაზე-ასო"ზეტი"-რომ-ქომნდა-დახატული-ზეტი,რომელიც-აწერიატ,რუს-ჯარისკაცებსა-და-ოფიცრებს-მრუსულ-ტანკებს,-რომლებიც-კლავენ-ფეხმძიმე-ქალებსა-და-ბავშვებს,კოროჩე,-იდი-ნა-ხუი!!!
agmsarebeli
03:07 12-03-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული