"აქვს შესაძლებლობა "ბარსელონაში" ან "მანჩესტერ სიტიში" ითამაშოს, თუმცა ომის გამო ბუნკერში იმალება..." - "შახტარის" ფეხბურთელზე მწვრთნელი საუბრობს

AutoSharing Option
62 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფერნანდო ველენტემ გეორგი სუდაკოვზე ისაუბრა.

ფეხბურთელი ველენტეს დროს დონეცკის "შახტარში" ასპარეზობდა, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი ბუნკერში ორსულ მეუღლესთან ერთად იმალება...

"ჩემს სამწვრთნელო კარიერაში გეორგი სუდაკოვისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელი არ შემხვედრია. ის 19 წლისაა, უკრაინის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, "შახტართან" კონტრაქტი კი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

"ის შესანიშნავი ადამიანია, თავის მეუღლე ლიზასთან ერთად კი შვილს ელოდება. მას ოცნებები აქვს, რომლებიც უნდა აესრულებინა, თუმცა უაზრო ომის გამო მისი ასრულება ვერ მოახერხა. ჩემი გული გატეხილია" - განაცხადა ფერნანდომ.

ვინ არის გეორგი სუდაკოვი?

სუდაკოვმა ეროვნული ნაკრების მაისურით 3 შეხვედრა ჩაატარა, "შახტარის" შემადგენლობაში კი მშვენიერი მატჩები გამართა.

"გეორგის წარმოუდგენელი ტალანტი აქვს. მას აქვს შესაძლებლობა "ბარსელონაში" ან "მანჩესტერ სიტიში" ითამაშოს, თუმცა ომის გამო ბუნკერში იმალება".

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა ომის .... ღმერთმა გვაშოროს.
100%
07:31 16-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული