ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს არაფერს ვერჩით - მათ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი შეძლეს და იტალიელები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვეს. თბილისში მოპოვებული ევროპირველობის საგზურით გორან პანდევმა და მისმა თანაგუნდელებმა გული ძალიან დაგვწყვიტეს, ახლა კი ნებისმიერი სათამაშო ფორმის მიუხედავად, მომავალი მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იტალიის ნაკრები, რომელსაც საქართველოშიც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მისი საგზურის გარეშე დატოვეს...
მაკედონიელთა მწვრთნელი ანგელოვსკი აღარაა, მათ მილევსკი თავკაცობს. რაც ყველაზე მთავარია, გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა ისინი მაინც ანგარიშგასაწევი ძალა არიან. იტალიასთან შეხვედრა დისკვალიფიცირებულმა, "ნაპოლის" ნახევარმცველმა ელმასმაც გამოტოვა. ჩრდილომაკედონიელთა
მთავარი ფიგურები ისევ ალიოსკი (რომელიც "ლიდსიდან" "ალ აჰლიში" გადავიდა) და ზაგრების "დინამოს" კაპიტანი ედემი არიან.
მაშინ, "ერთა ლიგის" ფინალში, მარცხით გულდაწყვეტილნი კი ვიყავით, მაგრამ მაკედონიელთა პროვოკაციული ზეიმი მაინც გამაღიზიანებელი იყო - "დინამო არენის" გასახდელში საპრესკონფერენციო მაგიდაზე "ხტუნვასაც" არ მორიდებიან. ახლა მათ მთავარი წინ აქვთ - თუკი კატარში თამაში სურთ, კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიასაც უნდა აჯობონ.
MAMMA MIA - მანჩინი აგონიაშია
აპოკალიფსი? მაკედონიამ სტუმრად იტალია დაამარცხა - "სკუადრა აძურა" ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე [VIDEO]